ნაწარმოებები



ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2022


რყევა

ვფიქრობდი,
როგორ არ მომტყდა ფეხი,
ამ ვაგონიდან რომ გადავადგი,
გვიან მივხვდი,
რომ არც გადამიდგამს,
ისე მომაწვნენ,
მაიძულეს.
კიდევ კარგი
რომ ასე მოხდა,
უკან გახედვა მართლა მიჭირს,
დისტანცირება შვება არის,
გავრიდებივარ მახინჯ სულებს.
უკან მოჩანს რომ,
ჯერ თბილი მკვდრები,
გაციებულთა ძვალ-რბილს ხრავენ,
თუმც ერთმანეთსაც არ ინდობენ,
განსხვავებულებს ცოცხლად ჭამენ.
შვება კი არის ქარის ტალღა,
მაგრამ წინ ,
წინ  ვერ მივიწევ,
ვარ გაჩხერილი ვაგონებს შუა,
ყურადღება კი
ამ რყევებს მიაქვს,
მყარად მაფერხებს
სხეულის მონას.
სიკვდილი თუმცა მელამაზება
შეუცნობელი ტკივილის მიღმა
მაინც მოთმენით დაველოდები,
როდის ჩამომხსნის სიცოცხლის ნიღაბს.
საკუთარ აზრს კი,
დავეთანხმები,
როგორც ფიფქები, - ზამთრის სინაზე,
შეუბღალავად უნდა დნებოდნენ,
რომ ის  ხნა არის,
ხსნა სიმძიმისგან,
თან ერთადერთი დედამიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები