ნაწარმოებები



ავტორი: სამოე ლ ემმო
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2022


ემილი

ემილი,
რა მალე გამეცალე.
რა ჩუმად წახვედი,
რა უცებ.
დარდები ჩემს სხეულს დალეწავენ,
ჩემს სიკვდილს წერილი გაუწყებს.

ემილი,
რა ჩუმი სიარულით
ახსოვხარ ამ ოთახს,
ამ ჰაერს.
შენი ხასიათი, მხიარული,
ჩემი ფიქრებისთვის დამღაა.

ხალისი ბავშვობას შევატოვე,
რაც მქონდა მცირედი, არც ისე...
დღეს,
სევდის ურჩხულებთან მე მარტო ვარ
და თავს ათასგან ვასხვისებ.

შენ გახსოვს ნამდვილი ჩემი სახე.
შენ იცი, ნამდვილად ვინავარ.
სულშიაც მაგიტომ შემისახლში
და დღემდე მე შენი ბინა ვარ

ვრჩები, ღია ცის ქვეშ ქარ-თოვლში.
სუსხი ცდილობს ხრამში წამიღოს.
და ხელებს, უსუსურს, გათოშილს,
ვიცი აღარავინ გამილღობს.

ემილი,
უკვე ვარ ცარიელი.
ემილი,
უკვე ვარ უთვისტომო.
სიცოცხლეს, უკვე ვხსნი ბარიერებს
და ვრჩები, იმედად უფლის მხოლოდ.

დარდები ჩემს სხეულს დალეწავენ,
ჩემს სიკვდილს წერილი გაუწყებს.
ემილი,
რა მალე გამეცალე.
რა ჩუმად წახვედი,
რა უცებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები