ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2022


მარტივად

მართალი უთქვამს ბესიკს,
შენი დარდი ან შენთვის შეინახე,
ან უცხოს უთხარი,
ახლობელს ნურც გულს მოუკლავ,
ნურც აიძულებ წამოგაძახოს,
აარიდე ცოდვა-ტკივილი.
მაპატიეთ პერიფრაზისთვის.
არც ვარ მოვალე ვიზეპირო,
უმჯობესია გამოვცადო
საკუთარ თავზე,
დაზეპირებულს  დავიწყება უწერია,
განცდილს აროდეს.
ეს მე ვარ დარდის შემგროვებელი,
თქვენ?
გიხაროდეთ!
სიყვარულს როგოგორ დაგამადლით?
თქვენ არა,
მე კი, მუდამ უნდა გყვარობდეთ.
ზღვის ქვებით კრიალოსანს შევკრავ,
თვალს გავიხარებ.
ფსკვნილის სიშავე
არ წამადგება,
მეყოფა შავი.
მწვანეს დავკრავ თითს,
შენზე ვილოცებ,
წითელს - მასზე,
მარჯნისფერზე კი,
იმ მესამეზე,
დასაბამი რომ დაუდო
დღეებს დარდიანს.
თქვენ?
თქვენ გევალებათ
თავს გაუფრთხილდეთ.
ასე! - მარტივად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები