ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინაიდა კონს
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2022


ჩემს გვერდით რომც ხარ, მაინც შორს ხარ

გამაკოტრე სიყვარულისგან, გულ ცარიელი ვარ
დამაჩოქე ტკივილისგან, გულში ნაიარები ცრემლად ვაქციე,
გამოილია ჩემში ბედნიერების ემოცია, ეს მე ვარ?
სიყვარულის გრძნობა კი გამიქციე...
სული მქონდა მახსოვს, ბედნიერი ვიყავი თითოეული წამით,
სად წახვედი? რატო მატყუებ რას მოიგებ ამით?
ახლა კი ვწევარ აქ, სულისგან ობლად, უბრალოდ სხეული, გონება არეული, სიყვარულის ერთი წვეთით მხოლოდ დარჩენილი...
შენთვის საკმარისია?
მეკითხები როგორ ხარო,
მაგრამ ტკივილი და სიცარიელე როგორ აგიღწერო?
როგორ გატკინო შენც ამ სიტყებით როცა უკვე ვიცი ეგ რა ტკივილია? კარგად ვარ არ ინერვიულო, ჩემი ბოლო პასუხია!
ეჭვიანობა, უნდობლობა, ტყუილი,
ერთ აბში დალეული ტკივილი
გულის ცემას აჩქარებს, ტვინს აუქმებს და ენას ალაპარაკებს... სიტყვები სიტყვებად რჩება, ქცევები კი გვავიწყდება.
კედლებს ვუყურებ, მახრჩობენ მგონია,
გაქცევა მინდა შენთან, შენ კი შორს ხარ...
კედლებს ვუყურებ, მიღიმიან,
ჩახუტება მინდა შენთან, შენ კი ისევ შორს ხარ.
ჩემს გვერდით როდესაც ხარ, მაშინაც კი შორს ხარ
გ•კ•დ•


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს