ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინაიდა კონს
ჟანრი: იუმორისტული
20 იანვარი, 2022


ცოტნე კატას პირველი თავგადასავალი

მოგესალმებით,
მე მქვია ცოტნე კატა  და მინდა ჩემი დღევანდელი დანაშაული რომელიც ჩემმა მონებმა ჩამადენინეს მოგიყვეთ.
მოკლედ ვცხოვრობ მესამე სართულზე... და ჩემს ზემო მეზობელს აივნის ქვემოთ უკანონოდ მიუშენეს ჩიტებმა სახლი, რა თქმა უნდა მე ვზრუნავ ჩემს მეზობელზე და ყველა ჩიტი დავიჭირე და ჩემს მონას დავახვედრე რამოდენიმეჯერ იატაკზე , და უმადურმა წივილ კივილი ატეხა, რაღაც ყუთში ჩადო, გამოაჯანმრთელა და გაუშვა ისევ, ეგრე წყალში ჩამიყარა ეს ჩემი კარგი საქციელი.
ხოდა რას გიყვებოდით, დღეს ვისწავლე აივნის კარების გაღება ხოდა ვდარაჯობ ჩემს სახლს როგორც კარგი მებრძოლი რო ვარ და -უიჰ, ჩემს გასაოცებლად, ფრენა არ მცოდნია და გადმოვარდი.... კიდევ კარგი ჩემს ქვემო მეზობელს გაფენილი ქონდა სარეცხი და მასში ავიხლართე და უფრო მსუბუგაქ დავეცით ყველა ერთად....
როგორც კი აზზე მოვედი, შევირბინე ერთ ერთი მანქანის ქვემოთ რომელიც ჩართული იყო და ვამოწმებდი იმას რაც ის ღიპიანი ორფეხა ცხოველები ამოწმებდენ... ( უეჭველი ზეთი იჟღინთებოდა მაგრამ რას ნახავდნენ ეგენი მაგ ღიპებით)
ცოტახანში მესმის ნაცნობი ხმები.... ჩემი მონები მეძახიან, დავიძახე მანქანის ქვემოთ ვარ თქო "ატვიორკა" ჩამომიგდეთთქო, მაგრამ უიმედოდ!!! მაინც ხელცარიელები ჩამოვიდნენ და ერთმანეთის დაჯახებებით მე მეძებენ... და როგორც ყოველთვის ის მონა რომელიც უფრო ჭკვიანია დაბალი და ჩემნაირი ფუმფულა, შემოიხედა და მეთქი ახლა გამომიყვანსთქო, მაგრამ არა!!! წავიდა მანქანის წინ და დაქოქილი მანქანა გათიშა, მერე ის ღიპიანი ორფეხა ცხოველები ცოტა გაუბრაზდნენ მაგრამ როგორც კი ნახეს რომ ამასაც ღიპი ქონდა , ალბათ მისიანი ეგონათ და სიცილ კისკისით
შემდეგში ყველა დაიხარა და მიყურებენ მე...
რას მიყურებთქო!!!! გამომიყვანეთ დროზე აქედან დავიყვირე და ეგრევე ჩემმა ჭკვიანმა მონამ ხელი გამომიწოდა, რა თქმა უნდა უკან გავიწიე, კიდე შემოვიდა მანქანის ქვემოთ, მისი სქელი უკანალი გაეჭედა... გავიცინე ცოტა და მერე გადავწყვიტე გავყოლოდი რადგან უკვე მშიოდა, მაგრამ სანამ სახლში ამიყვანდა კორპუსს ორი კრუგი დაარტყა რადგან ის მეორე მონა რომელიც მე მეძებდა ისიც დაიკარგა...ხოდა ვიპოვეთ და ავედით სახლში... მერე კი დავსვი ორივე და ავუხსენი რომ : სახლიდან რო მიდიან დარწმუნდნენ რომ ყველა კარი ჩაკეტეს გასაღებით, და ხელ ცარიელები აღარ დავინახო მოსულები ჩემს სახლში.
რა ვიცი იმედია გაითვალისწინებენ....

პ.ს. იმ თეთრ პერანგიან ორფეხასთან რო წაგიყვანენ შესამოწმებლად, თქვენს უკანალს უდარაჯეთ... ძალიან ცუდი ხერხით გვიმოწმებენ სიცხეს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს