 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 13 იანვარი, 2022 |
ხანდახან ისე ხშირად მინდა ამოგთქვა... ისე ხშირად მინდა თანხმოვნები მკვეთრად გამოვძერწო პირ-ენა-კბილ-ტუჩით, რომ ეს სურვილი ნატვრად მექცევა, აღვრიცხავ საბუღალტროსმაგვარ დავთრებში, შემდეგ , ამის შემდეგ რა დამატებითი ღირებულების გადასახადი, რა საგასავალო, რა კომუნალური მექნება გადასახდელი, რომ აღიარებულ ვალდებულებებში გადამაქვს, და გულში ბიზნეს გეგმის მაგვარ დოკუმენტს ვქმნი და ვდუმდები. და რომ მგონია, ეს დადუმება ყველაზე ძვირფასი კაპიტალია, ეს მოთმინება-ინვესტიცია... ამ დროს ცხოვრება ისე მიმაქანებს, რა მერანი?! რის მერანი?! არადა თითქოს რა მარტივი იყო, ყველასთვის, ყველაფრისთვის, ვინც ასე მძაფრად ასე დაუნდობლად აღმიძრავდა ამის სურვილს, მეთქვა:წადი, შენი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგია ნატო კარგია ნატო
6. კარგია ნატო კარგია ნატო
5. ძალიან ღრმაა. ძალიან ღრმაა.
3. ანა, მე კიდე ათმაგად მიხარია შენი ეს კომენტარი. მაშინ როცა მართალი სიტყვები ჩემი ბაგედან ვერ ამომითრევია, შენ მუდამ იცი და გრძნობ და სიტყვები სულ არ გჭირდება ანა, მე კიდე ათმაგად მიხარია შენი ეს კომენტარი. მაშინ როცა მართალი სიტყვები ჩემი ბაგედან ვერ ამომითრევია, შენ მუდამ იცი და გრძნობ და სიტყვები სულ არ გჭირდება
1. პოეტებს შელამაზების დიდი ნიჭი აქვთ...ლექსისთვის მიგდებული ყალბი ლუკმები.. ეს ლექსი, სულ რომ არ გიცნობდე ნატ, ისეთი მკვეთრი სინამდვილეა მთლიანობაში და ცალ_ცალკე, რომ თვალებს მჭრის. განსაკუთრებით კი რაც მომწონს ტრაგედიის უწონობაა. შენ ზუსტად მიხვდი, რომ რაც ნაკლებ მძიმეა ნათქვამი, მით უფრო დიდია, უსაშველოდ დიდი და მძიმეა მის იქით. 5 ქულა კი არა, ბევრი 5 და როგორც მეგობრისგან კი არა, როგორც ძალიან კრიტიკული მკითხველისგან. პოეტებს შელამაზების დიდი ნიჭი აქვთ...ლექსისთვის მიგდებული ყალბი ლუკმები.. ეს ლექსი, სულ რომ არ გიცნობდე ნატ, ისეთი მკვეთრი სინამდვილეა მთლიანობაში და ცალ_ცალკე, რომ თვალებს მჭრის. განსაკუთრებით კი რაც მომწონს ტრაგედიის უწონობაა. შენ ზუსტად მიხვდი, რომ რაც ნაკლებ მძიმეა ნათქვამი, მით უფრო დიდია, უსაშველოდ დიდი და მძიმეა მის იქით. 5 ქულა კი არა, ბევრი 5 და როგორც მეგობრისგან კი არა, როგორც ძალიან კრიტიკული მკითხველისგან.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|