ნაწარმოებები



ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2022


2022

ამ ახალწელმა მძიმე კარები,
შემოაღო და შემოიხედა.
რომ გინდა, მაგრამ ვერ ეკარები.
რომ უნდა მაგრამ ვეღარ გიბედავს.
აქ, იანვარმა, სწორი იქნება
შემოსვლისას რომ თავი დახაროს.
თუ,ისევ ჭამა,არის მიგნება
რა გითხრათ,აბა?! რით გაგახაროთ?!
როგორც ნაძვისხე.. ადამიანი
ნაძვიც ხეა და რჩება კი ხედა?
ამ ახალწელმა მძიმე კარები
შემოაღო და დავხვდი ციხედა!.
შეფარდებული წლები დარდებთან,
რომელ კუთხეში უნდა ვილოცო?
რას მოიტანდა? ან რა მართებდა?
რას მილოცავ და რა მოგილოცო?
რომ არის თეფშზე გოზინაყი და
ბევრი ჭამა და ბევრი საცივი?
რომ მოიქცევა ბევრი თამადა,
სუფრასთან ისევ კარგი კაცივით..
ამ სამეჯლისოდ შემოსილ მუნდირს..
(იქნება ვინმე, ვინმეს მიელის)
დედას შევეცი მსუქანი ქურდის!
პოეტისა და  პოლიციელის!
დაღამებისას, სოფელში ალბათ,
ატყდება კბილთა ხრჭენა ტურების..
ახლოს მყავს მგონი ჯესიკა ალბა
მაგრამ იმდენად შორს ვიყურები..
ესკიმოსების გაყინულ ხელებს.
ვდარდობ და ბავშვებს ლექსის გუნდებით.
გამოვაღვიძებ მაგრამ ქართველებს
გვაღვიძებენ და გვერდზე ვბრუნდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები