ნაწარმოებები



ავტორი: თენგო აბრამია
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2022


შემთხვევით ნაპოვნი

***
ზღვა ცივია,როგორც შენი მზერა,
ნამსხვრევებად გცვივა ყინულები
თვალებიდან,მაინც შეიფერე
წასვლა არ წასვლები. ვიყურები
უცხო სიზმრებიდან (ღამის მტერი)
ფიქრებს მტვერი,მაჯით გადავწმინდე
ორთქლით შევახურე კალმისტარი.
რით ვერ გამიცანი?



***

თუ მეტყვი რომ დრო ვერაფერს გვავნებს
და წვიმების ომში ვიცეკვებთ ჩვენ
გავუძლებთ ღელვას ქარებს და გვალვებს
გრძნობების ტალღებს,გრიგალს გავაჩენ
სიზმრებს დავანთებ ნაცვლად კოცონის
ხელისგულებზე გავალღობ ღამეს
ხედავ?ხეები მთვარეს რომ კოცნის
შენი ტუჩები-მოცვის..იავდრებს
ადრე თუ გვიან.გადავიარე
კაბადონი ცხრა ცის და ცრის- წვიმა
წერილებს მოგწერ,მოგწერ თუ მაცლის
ამინდი.უღრან ტყეში ციმციმა
მწერები მიმაცილებენ მარცვლის
ოდენა.მივდევ ბილიკს,თენდება.
თვალებში ჩნდება იმედის შუქი
არც კი მიცდია მე დანებება
არც ერთი წამით,იეჭვებ თუ კი.
და გადმოვცურე მე უკვე ზღვებიც
ოქროს ნაპირებს ვაჩნდები კვალად
კვლავაც შენ გეძებ გავკაფე ბზები
გავწელე გზები,ტრამალ და ტრამალ
ნაბიჯებს ვითვლი ახლოს ვარ შენთან
ცაში ტრიალებს სხეულის სუნი
რომ მოვალ შიშველ შენს რძისფერ ყელთან
მინდა დაგაჩნდეს შეჭმული ტუჩი.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები