ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პროზა
19 იანვარი, 2022


მოცეკვავე გოგონა

თავი პირველი

მოცეკვავეთა ანსამბლი გასტროლებზე მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში. მოცეკვავეთა შორის არის ერთი საოცრად ლამაზი აფხაზი გოგონა - თამარ თარბა. შესანიშნავი მოცეკვავეა თამარი, ყველა ცეკვას დახვეწილად ასრულებს. განსაკუთრებით კარგად ცეკვავს ,,აფხაზურს“. სწორედ ,,აფხაზურში“ გამოარჩია ქორეოგრაფმა თამარი, სოლო აცეკვა.

- თამარ, შენ არამარტო შესანიშნავი მოცეკვავე, გულმხურვალე მამულიშვილი ხარ. შენი ქორეოგრაფი ძალიან ამაყობს შენით!

- გმადლობთ ბატონო ედიშერ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ანსამბლში ცეკვა. ერთი ნატვრა მაქვს: მინდა სოხუმში ცეკვა-ცეკვით შევიდე ჩემს ქართველებთან ერთად. თამარს თვალები აუცრემლიანდა.

- თამარ, ჩემო ძვირფასო მოწაფევ! ქორეოგრაფმა თამარ თარბა გულში ჩაიკრა.

დადგა სამხრეთ ამერიკაში გამგზავრების დრო.

- ყველანი ვართ? - იკითხა ქორეოგრაფმა.

- ყველანი ვართ პატივცემულო მასწავლებელო, თამარიც აქ არის.

- ძალიან კარგი.! - სთქვა ქორეოგრაფმა და თავის მოწაფეეებთან ერთად ცნობილი ლოცვა ,,მამაო ჩვენო“ წაიკითხა.

თავი მეორე

ამერიკის კონტინენტზე გასტროლებმა წარმატებით ჩაიარა. მოცეკვავეებს ფეხზე დამდგარნი უკრავდნენ ტაშს ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის, ვენესუელას და ჩილეს მოქალაქეები.

თამარ თარბას სილამაზემ, ცეკვამ, ცეკვის მანერამ, პლასტიკამ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა!

თავი მესამე

- ჩემო საყვარელო მოწაფეებო: ძალიან ამაყი ვარ თქვენით! თქვენ არამარტო თქვენი ქორეოგრაფი, მთელი საქართველო ასახელეთ! განსაკუთრებით მინდა გამოვყო თამარ თარბას მიერ შესრულებული  ,,აფხაზური“. ჩვენს თამარს გაუმარჯოს!

- გაუმარჯოს! - ერთხმად შესძახეს მოცეკვავეებმა!

- ჩემო საყვარელო ადამიანებო! - დაიწყო თამარმა საუბარი. რამდენიმე წლის წინ აფხაზ გოგონას ნატვრად მქონდა ქართველებთან ერთად მეცეკვა... და აი, მე თქვენთან ერთად ვცეკვავ. ახლა მხოლოდ ერთი ნატვრა დამრჩა ასახდენი; მინდა თქვენთან ერთად, ცეკვა-ცეკვით შევიდე სოხუმში და ჩემს მონატრებულ თანაქალაქელებს ჩავეხუტო. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ.

- ამინ! - შესძახეს მოცეკვავეებმა ქორეოგრაფთან ერთად და სპეციალურად თამარ თარბასთვის იცეკვეს ,,აფხაზური“.

ოთარ რურუა


ცნობისათვის: არ ვიცი მართლა არსებობს თუ არა თამარ თარბა (თამარი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია), მაგრამ ნოველა რეალურ ისტორიაზე ავაგე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (გეპეიში) სწავლისას, ერთი სანდომიანი მანდილოსანი სწავლობდა, რომელიც პარალელურად სუხიშვილების მოცეკვავე იყო. რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად გვიტარდებოდა ლექციები. სუხიშვილების მოცეკვავე გოგონამ ლექციაზე თქვა რომ ,,ყველაზე მეტად სამხრეთ ამერიკაში გასტროლები დამამახსოვრდაო“.

რაც შეეხება ქორეოგრაფის სახელს, ქორეოგრაფს ,,ედიშერი“ ჩემი ყოფილი ქორეოგრაფის - ედიშერ ალექსანდრიას პატივსაცემად შევურჩიე (ნაციონალურ ცეკვებზე ჩემს მშობლიურ ქალაქ ფოთში დავდიოდი).

ედიშერ ალექსანდრიას ანსამბლმა 2004 წელს - თბილისში გამართულ ფესტივალ ,,ჩვენებურებზე“ პირველი ადგილი დაიკავა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები