ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2022


რკალი



მეღვიძება და უცხო ვარ,
მიწევს შევეჩვიო უპირველესად
მესთან უგემურ წყვეტაში მყოფ ახალ პერიოდს.
ფიქრის გადამრთველს სხვა სიხშირე მოვაძებნინო,
გავთავისდე და გავზავდე.
წარმოდგენები ძველია,
ვთავისუფლდები მათი უკულტურობისგან
და  ვცდილობ თავი ვიმართლო ყოფილი დღეების წინაშე
ახალი სიტყვით.
არა და თითოეულში უკვე ნამყოფს
შემიძლია ვთქვა
-
სიზუსტეების კორიანტელში გახვეულ პრინციპებს,
გამარტივებული თვისებებით უბრუნდება პირვანდელი სახე,
თუმცა დამტკიცებულ მოცემულობას
არაფერად ვაგდებ,
ვიწყებ ახტომას, ცაში გაფანტული ფრინველების გასამხნევებლად
და გზადაგზა ვიმეორებ
-ჩხირი კედელს, ჩხირი კედელს. რკალი შეიკრა და
მიზიდულობის ცენტრმა ერთი ღრუბლიდან მეორესკენ გადაინაცვლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები