ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
2 თებერვალი, 2022


დასასრული

დრო ოდესმე ყველაფერს იტყვის....
დრო იტყვის, მე არა!..
მე ვდუმვარ!
გარეთ წვიმს.
იწვიმოს!..
ოდესმე ყველა ყველაფერს მიხვდება!
ოდესმე ყველაფრის დასასრული იქნება....
ოდესმე!
ოდესმე!
ოდესმე!
მანამდე კი.....
დასასრულის დასაწყისი იწყება:
აწეული ხმა!
აღმართული ხელი!
ტკივილი,
გულის ტკივილი!..
სიჩუმე!
სიჩუმე რომელიც ხმაურობს,
ხმაური რომელიც დუმილს უდრის,
დუმილი რომელიც ყვირილზე მეტია.
ტკივილი
ჩუმი სევდა....
გაგლეჯილი გული და
ახალი ხედვა....
ახალი აზრი,
ახალი ფიქრი...
დღემდე უცხო და ამოუცნობი
სიკვდილი!
კივილი, წივილი
და ისევ დუმილი!....
სამარისებული დუმილი!..
ნატვრა გაღვიძების,
ნატვრა ხმის,
გამოხედვის,
თუნდაც ყვირილის,
მაგრამ არა გულისტკივილის!..
ჩუმი პროცესია...
სიცივე...
ცრემლების წვიმა...
ის გრძნობს რომ ცივა....
სიცივე!...
კაკუნი,
კაკუნი,
მონატრება...
მონატრება...
მაგრამ ამაო ნატვრა...
აუხდენელი...
წარსულს ვერ შეცვლი,
დროს ვერ დაიბრუნებ...
ახალი ფურცლიდან ვერაფერს დაიწყებ...
დაწერილ ფურცელს ვერ ამოხევ!..
თუ ამოხევ დაეტყობა...
დაეტყობა....
სულს ეტყობა,
გულს ეტყობა
გრძნობა დანაშაულის.
თან გდევს,
სინანული დაგზდევს!.
სიყვარული გარბის,
მიწის ქვევის ჩარბის.
გიყვარდება წარსული,
გიყვარდება მკვდარი,
წუთით,თუნდაც წუთით.
არ ბრუნდება წამი.
რამდენ რამეს შეცვლი,
რამდენ რამეს ეტყვი,
რომ შეგეძლოს წამით
მას შეავლო თვალი....
მაგრამ ეხლა ურჩი,
მდუმარება ურცხვი
არ აპირებს გაცლას,
და არც თავის დახრას.
სამარის ქვა ცივი .
მარგალიტის მძივი!.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები