გზაზე რომ გადავდიოდი, ტროტუარს ფეხი გავარტყი, დამიტრიალდა ლაჟვარდი, მზე მაღლა,მაღლა იწევდა საგონებელში ჩავვარდი და ვეღარ ამოვდიოდი დაღონებული დავდივარ მოყოლებული იქედან. მოყოლებული იქედან ვარ მხოლოდ ღმერთის იმედად, არ ვიცი ამდენი ფიქრი, რომელმა ქარმა მოდენა და გამოუთქმელ კითხვებზე პასუხი ვერ გაიმეტა, თუნდაც ოდენად იოტის ანდა იოტის ოდენად