ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინაიდა კონს
ჟანრი: იუმორისტული
2 თებერვალი, 2022


ცოტნეს დღევანდელი თავგადასავალი მისივე თქმით:


- ჩემს შესახებ ისტორიები წაგიკითხავთ და ყველამ კარგად იცით თუ რა ცუდ პირობებში მიწევს ცხოვრება...მაგრამ ეგ ელემენტარული იყო რაც დღეს ჩემმა მონამ გააკეთა...
დილით გავიღვიძე და შევდივარ ჩემს საყვარელ ოთახში, "სამზარეულოში" ისევ იგივე "ვისკასი" და ხმელი საჭმელი, ამათ ხო მაგის გარდა არაფერი გაუგიათ, ჯანდაბას თქო, შევჭამე.
უცებ მესმის ფანჯარაზე კაკუნი, და როგორც კარგი სახლის დამცველი ავარდი და რას ვხედავ.... "ვირთხას გადაცმულს დაბალი დონის კატის ფორმაში" და ეგ კი არა ... ჩვენნაირად კნაოდა.... გაგიჟებულმა შევარდი საძინებელში და ჩემს საყვარელ მონას დავახტი რო გამეღვიძებინა, და ის გიჟივით ტუალეტში გავარდა, უტაქტო გოგო ეს, არ მაცალა იმის თქმა რისიც მინდოდა ... გავყევი ტუალეტში და ვღრიალებ, ეს ვირთხა მოაშორეთქო, ის კიდე მეჩხუბება მუცელზე რატო დამახტიო... სათუთი დებილი  მონა.... გკლავენ და შენ ტუალეტზე ზიხარ სასირცხვილო სიკვდილი"!!
ხოდა ძლიიივს გავიყვანე სამზარეულოში, და როგორც დაინახა ეგრევე დანა აიღო,
"ეგრეეეე გაუთხარე შუა გულში მაგ ვირთხას თქო"
და ამ შტერმა რა გაააკეთა.... სეტკა ახსნა და შემოიყვანა....გული თუ არ წამივიდოდა არ ვიცოდი.... ვყვირივარ "გოგო რას შვრები, ვირთხააა ეგ, კგბ-შნიკია- ოკუპანტიააა ძაღლი გადაცმული"  მგონი გამიგო და ეგრევე ტუალეტში შეიყვანა ... შევხედე და დახრჩობას უპირებს... ვყვირივარ რა სადისტი ხარ თქო წყალში რატო კლავ. .  დანა გაუთხარე და მორჩა.... და რას ვხედავ.... ყროლიან სითხეს ასხავდა.... მე რო მიკეთებს ხოლმე არასწორად რო ვიქცევი ( თავის წკუით, თორე მე იდეალი ვარ) .. და მივხვდი, ჩემი ადგილი აღარ იყო მანდ და გავედი, უბრალოდ დავიყვირე "რო დაახრჩობ დამიძაზე მივაფსავ"
მესმის უკვე მაგის განწირული ხმები და მშვიდად გვერდი შევიცვალე, ცოტახანში კი მესმის ხმა... "წვაააავს მგონი .... ის ჯოჯოხეთის ჰაერის გამშვები აქ ჩართული"
რა სადისტი მყავდა სახლში და არ ვიცოდი, სიმართლე რომ გითხრათ შემეცოდა, ძალიან წვალებით მოუწია სიკვდილი, მაგრამ რა ვქნათ ასეთია ცხოვრება.... ხმები რო აღარ მესმოდა გავიზმორე და გავედი რო მიმეფსა....
"ყველა ეგვიპტის ღმერთს გეფიცებით მე თუ არ მოვკვდებოდი იმის გამო თუ რაც ვნახე!!!"
ის ვირთხა ხელში უკავია, და ბეწვი უპრიალებს ვანილის სუნი ასდის და უფრო დიდიც კი ჩაანს.... მეთქი  ვსიო... დასრულდა ამ მონის აქ ყოფნა და დავიწყე აქეთ იქით მოფსმა ... არ ვიცოდი რაღა მექნა დავიბენი....
ჩემმა მონამ კი ჩემზე პირველად ხმა აწია, და შევტრიალდი და ზუსტად ის ვანახე სადაც მეხატა მისი ყვირილი!!!
გათბობა ჩაურთო... და ჩემი საჭმელი აჭამა....ჩემი საჭმელი..... ასეთი მონა ჩემს სახლში კი არა ძაღლის სახლშიც არუნდა ცხოვრობდეს ...
ასე რომ.... ეხლა მყავს ეს ვირთხა სახლში... რომელიც ნამეტანი პრიალა ბეწვი აქ, მაგრამ დიდი არაფერი, გოგოა ... (ყველაფერი ცუდი ხო ქალისგან მოდის და გოგო იქნებოდა)  თვალები რაღაც საზიზღარი თაფლის და ყვითელი ფერის ააქ თვითონაც ვერ გადაუწყვეტია... და გაჩუქებთ ვისაც გინდათ... 2 მონაც მოყვება საჩუქრად....  ერთი საჭმელებს აკეთებს მეორე ჭაამს.... პრობლემას არ შეგიქმნიან.... ქვიშაც მოყვება...ჩემი...ნახმარი...მეტის ღირსები არც არიან
დიდი გულის ტკივილით ,
ცოტნე დ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გეგა ოდიშელი ვულოცავთ დაბადების დღეს