 | ავტორი: ინაიდა კონს ჟანრი: იუმორისტული 19 თებერვალი, 2022 |
რამოდენიმე დღის წინ დაიდო პოსტი ცოტნესგან... ჩემს შესახებ თუ როგორ დავიპყარი მისი საკუთრება.. ეხლა ჩემი ჯერია.... მახსოვს ვიწექი ჩემს ძმებთან ერთად და დედა გასული იყო სანადიროდ, გვმალავდა ერთ ერთ პადიეზდში სადაც სხვა და სხვა ხალხი გვაჭმევდა... უცებ გვესმის ყეფვა და დედიკოს ღრიალი... ჩემი ძმები ჩემს დასაცავად ზედ დამაწვნენ და მე გულგახეთქილი ვეძებდი საიდან შეიძლებოდა გავძვრე..... დედა ჩამოვიდა, გზა გვანახა და გაგვყარა მაგ ადგილიდან და გარეთ მივემართებოდით... სამწუხაროდ უკნიდან მოგვყვა ერთ -ერთი ძაღლი... მე ბოლოში ვიყავი მე... დავიყვირე და ჩემი ძმები დამიდგნენ წინ.... მერე კიდე ერთი ძაღლი გამოხტა... და მე მაგ დროს დავრჩი დედის ერთა... , დედაჩემი ჩემს დასაცავად მიახტა ერთ ერთ ძაღლს და თვალებზე დაკაწრა ... მერე მეზობლები გამოვიდნენ და ყვირილი დაიწყეს.... ძაღლებს შეეშინდათ და ზოგი გაიგცა... ერთი ოღონდ დარჩა... მე თვალები დავხუჭე და ველოდებოდი როდის შემჭამდა.... ისევ დედა დადგა ჩვენს შორის ... დრო ვიხელთე და გავიქეცი .... სამწუხაროდ დედისგანაც ობოლი დავრჩი ... ცრემლიანი თვალებით გავიქეცი.... და ძალიან შორ უბანში მოვხვდი... ღია ფანჯარა ვნახე და მივეფარები თქო .. როგორც კი ავხტი... დავინახე ცისფერთვალა კატა.... ვუთხარი მიშველე ძაღლები დამდევენ შევეცადე შესვლა მაგრამ სეტკა გვაშორებდა, მთელი ღამე ორივე ფანჯარასთან გავათენეთ, მე სახლოს სითბოსგან ვთბებოდი... და ცოტნე მიყარაულებდა რომ მისი ეგრეთ წოდებული მონა არ მომელლა შემდეგში გავიგონე რომ ცოტნე მეძახის... მივუახლოვდი... ვნახე ადამიანის ხელი .. სავსე იყო საჭმელით, ზუსტად იგივე სუნით რაც მაშინ გვაჭმევდნენ იმ უბანში... ვიფიქრე კაი ადამიანია.... და მივედი ახლოს... შემიყვანა სახლში... და ეგრევე თავზე თბილი წყალი დამსხა კი მწყუროდა ცოტა მაგრამ მთლად ასეც არა ... მერე გათბობა ჩართო და იქვე ჩამეძინა.... რომ გავიღვიძე გავიცანი ცოტნე ახლოდან ... კარგი ტიპი ჩანს მაგრამ ნამეტანი თავადურად გაზრდილი ყავთ და ეტყობა რომ ქუჩური ცხოვრება არ უნახია და ნამეტანი პრეტენზიულია.... მეორე დღეს ოღონდ შემეჩვია და უკვე მეთამაშება ... მე ეხლა ვეძებ ისეთ ოჯახს რომელის შეძლებს ჩემს სითობს და სიყვარულის ატანას.... ☺️☺️ სულ ჩახუტება და სითბო მინდა იმიტო რომ ეგრე ვიყავი მიჩვეული ჩემი ოჯახიდან... მინდა ცოტნესთან ერთად დარჩენა, მაგრამ დღეს გავიგონე რომ ესენი ქვეყანას ტოვებენ... და ჩემი წაყვანა ფიზიკურად შეუძლებელია.... მეზობელმა თქვა, უბანში დატოვეო... მაგრამ ისე შევხედე მივხვდი მაგის გამკეთებელი არააა ...არცერთი, არ მინდა ქუჩაში დაბრუნება, ძლივს ვისწავლე ქვიშის აზრი .. ხის მორზე ბრჩხილების გაქლიბვა და არა დივანზე... და ქუჩაში რანაირად გავიდე?! ჩემი წაყვანა უნდოდათ მაგრამ საავიაციომ "1 კატის გადაყვანა მხოლოდ 1 ადამიანს შეუძლია" და სიმართლე რომ გითხრათ არც მაქ სურვილი ესე მალე ავიცრა და საქართველოდან წავიდე, ექიმმა თქვა კი ავცრიო, მაგრამო ვინაიდან პატარააო შეიძლება ვერ გადაიტანოსო ... ასე რომ დაველოდები იმას ვისაც შეუძლია ჩემი სითბო და სიყვარული აიტანოს....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|