ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 თებერვალი, 2022


HOMO -ს გვარის ახალი კლასიფიკაცია

    HOMO -ს გვარის ახალი კლასიფიკაცია

მკითხველისთვის იმთავითვე გასაგები რომ იყოს, სათაურში წარმოდგენილი განსახილველი საკითხის სრული სურათი, შემოგთავაზებთ დედამიწაზე ადამიანის წარმოშობის ჩემეულ ხედვას, რომელიც ჩემი აზრით არ მოდის წინააღმდეგობაში ბიბლიასთან და არც მეცნიერულ თეორიებთან, რომელთა სიმრავლე თვალსაჩინოა და დაახლოებით იმდენია, რამდენი სწავლულიც იკვლევს აღნიშნულ საკითხს.
   
აქამდე ითვლებოდა, რომ ადამი, ევა და მათი ნაშიერნი ადამიანები იყვნენ. რომ ღმერთმა ისინი, თუ თანამედროვე ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, HOMO SAPIENS-ებად შექმნა. მისცა საცხოვრისად დედამიწა და არსებობის პირველ ეტაპზე, რაღაც-რაღაცეებსაც ასწავლ;იდა.

არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით, პირველი ბიბლიური ჩანაწერები განეკუთვნება ძვ.წ. აღ. XIV - XIII საუკუნეებს. იმ ეპოქის პერიოდს, როცა ადამიანმა საკუთარი წარმოშობის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, თუ არ ჩავთვლით ზემოთ ხსენებულ ბიბლიას, სხვადასხვა მითებსა და ზღაპრებს, მაგრამ სამაგიეროდ კარგად იცოდა შემდეგი:

- რომ ადამიანები თავის არსებობის გარიჟრაჟზე, ,,არმანის ფირმის“ დედიშობილა სამოსით იყვნენ შემოსილნი, ანუ სრულიად შიშვცელნი დატანტალებდნენ;

- რომ საკვებად მოიხმარდნენ იმას, რასაც დედაბუნება აძლევდათ, რადგან, მათი სამზარეულო და სანადირო აღჭურვილობა ქვა და კეტი იყო; ამის გამო ცილოვან-ცხიმოვანი კერძის: ,,სოუზის“ ან ,,ოსტრის“ მომზადება არ შეეძლოთ ... დიახ! არც ,,ცვრიანი მწვადისა“.

- რომ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ისინი ჩვენთან შედარებით მართლაც სამოთხეში ცხოვრობდნენ (მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ);

- რომ საარსებო სირცე არ სცდებოდა რამდენიმე ათეულ კვადრატულ კილომეტრს და ჯგუფებად (გვარებად) ცხოვრობდნენ;

-  და ა.შ.

ისმის მარტივი შეკითხვა: ,,საიდან, ასეთი ზუსტი ინფორმაცია“? მითუმეტეს, რომ ბიბლიურ ჩანაწერებზე რამდენიმე ათეული საუკუნით უფრო ადრინდელია შუმერული ეპოსის ,,თიხის ფირფიტები“ (გახსოვთ ალბათ გილგამეში, უთანაფიშთი, წარღვნის სცენები და სხვ.).

თუმცა, ბიბლიაში არაფერია ნათქვამი ისეთ მნიშვნელოვან სიცოცხლის ფორმებზე, როგორებიც პრიმატები არიან. ყოველ შემთხვევაში მე ასე მიმაჩნდა მანამდე, ვიდრე არ ჩავუღრმავდი იმ ინფორმაციას, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

სულ მიკვირდა აღნიშნული საკითხის შეუსაბამობა ბიბლიურ და არქეოლოგიურ ჭეშმარიტებათა შორის და ვეძიებდი ... ,,წიგნი შესაქმისა“  თანამედროვე ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიოურ და ა.შ. მეცნიერებებთან მიმართებით, თითქმის ერთი-ერთში აღწერს სამყაროს შექმნის პროცესს და ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა გაჩენის თანმიმდევრობას, მაგრამ ადამიანის მსგავსი არსებების (პრიმატების) კვალიც კი არსად იკვეთება.

თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ადამი და ევა შემოქმედმა არა ადამიანებად, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა (მამრად  და მდედრად), მაშინ მთლად თავდაყირა დგება ყველაფერი.

არსად, ვიდრე ნოეს დაბადებამდე, ბიბლია არ გვაწვდის ინფორმაციას იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებზე. სულ ერთიდაიგივე მეორდება:, შემოდმედმა შექმნა ადამი ,,ხატად და მსგავსად თვისად“, ევა ადამის ნეკნისაგან და ა.შ. ერთმა მეორე შვა, მეორემ მესამე და ამგვარად გაგრძელდა ეს ე.წ. საგვარეულო ჯაჭვი, განვმეორდები - ნოემდე.

რა მოხდა წარღვნამდე ცოტა ხნით ადრე? ,,და იყო, რა ჟამს იწყეს გამრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა და ასულნი ყვნეს მათდა, ხოლო იხილნეს რაი ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მოიყუანნეს თავთა თვსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს“ (დაბად. 6:1,2).

ამის შემდეგ: ,,და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დადგრნეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის მათსა ხორც, ხოლო იყვნენ დღენი მათნი ასოც წელ“ (დაბად. 6;3(.
ე.ი. ღმერთის შვილებს მოეწონათ კაცთა (ადამიანთა) ასულები და იწყეს მათთან შეწყვილებაო. ამის გამო წარმოიშვა ახალი სახეობა და მათი სიცოცხლის საშუალო ასაკი დადგინდა ასოცი წელიო.

ამ ბიბლიური ინფორმაციიდან ანუ ჭეშმარიტებიდან იკვეთება ის, რომ ღვთის შვილები და ადამიანები წარმოადგენდნენ ერთმანეთთან ახლოს მდგარ ისეთი გვარების სახეობებს, რომელთაც შეეძლოთ ახალი სახეობისათვის დასაბამის მიცემა.

მაგრამ, აქ წამოიჭრება ერთი მეტად საჩოთირო საკითხი, ადამი და ევა ნეანდერტალელები იყვნენ? ... დიახ! ... უფრო სწორად ადამი, რადგან მიღებულიქნა მიწისაგან, ანუ დედამიწაზე არსებული ,,ბიოლოგიური მასალისაგან“, წარმოადგენდა  HOMO - ს გვარის, იმ პერიოდში არსებული სახეობისაგან ხელოვნურად მიღებულ უმაღლეს ინტელექტუალურ სიცოცხლის ფორმას. ხოლო ევა ადამისაგან ანალოგიური მეთოდით მიღებულ ანალოგიურ სიცოცხლის ფორმას.

ეს საკითხები უფრო სიღრმისეულად განხილული მაქვს სხვა პუბლიცისტურ ნაწარმოებში და ამიტომ აქ აღარ დავკონკრეტდები. დავამატებ, რომ მას მინიჭებული აქვს ISBN კოდიც და გამოქვეყნებულია ერთ-ერთ უცხოურ ლიტ. საიტზე. სხვათაშორის ,,ურაკზეც“.
მაშ, დავიწყოთ!

როგორც თანამედროვე ანთროპოლოგიური კლასიფიკაციით ვიცით, HOMO - ს გვარი დედამიწაზე წარმოდგენილია სამი სახეობით: HOMO HABILIS - ით,  HOMO ERECTUS - ით და HOMO SAPIENS - ით, მაშინ, რომელი სახეობა ან გვარია ნეანდერტალელი? მას ზოგიერთი მეცნიერი  HOMO NEANDERTHALENSIS - ად მიიჩნევს, ზოგიც  HOMO ERECTUS - ად და ზოგიც HOMO  GANDABUS - ად (ტერმ. ჩემია).

რას წარმოადგენდა  HOMO HABILIS-ი?  ეცხო მას ადამიანის რაიმე ნიშანწყალი? ...  იგი დაახლოებით ორიათეული მილიონი წლის წინ გაჩნდა დედამიწაზე და ასევე დაახლოებით ნახევარი მილიონი წელი იარსება.

მე, აღარ ჩამოვთვლი მის დაჯღანულ-დაჯღორკილ (პირდაპირი მნიშვნელობით) თავის, სახისა და სხეულის ნაწილებს და აღვნიშნავ, რომ ის ჩვეულებრივი  PITHECUS - ი იყო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ამ გვარს მიეკუთვნება AUSTRALOPITHECUS - ი.

ეგ ვიღაც მარჯვე თუ ,,ხელმარჯვე“ არსება იმდენად შორს დგას ადამიანისაგან, როგორც შიმპანზე ან გორილა. მათგან დიდად არაფრით განსხვავდებოდა. თვლიან, რომ შეეძლო რაღაც იარაღის მსგავსი ინსტრუმენტების დამზადება, რასაც ზოგჯერ პატივცემული პრიმატებიც ახერხებენ ... ქვა და კეტი იყო მათი  ,,შემოქმედებითი წვის“ მთავარი მასალა.

  HOMO ERECTUS - ი გამართულად, უფრო მართებულად, ამართულად კი დაიარებოდა, თითქოს ხუთი ტანკერი დაუდიოდა ,,წყნარ ოკეანეში“, მაგრამ იგი თავისი წინამორბედისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. ადამიანთანაც ისე ახლოს იდგა, როგორც ცა და დედამიწა.

მაშასადამე, თუ ზემოთ განხილული ორი HOMO სრულიად განსხვავდებოდა ადამიანისაგან და მიეკუთვნებოდნენ ,,თროპებსა“ თუ ,,პითეკებს“, მაშინ მათი ადგილი სწორედ იმ გვარშია და არაფერი ესაქმებათ  SAPIENS -თან. ამიტომ ჩემი აზრით ეს კლასიფიკაცია უნდა შეიცვალოს.

მიმაჩნია, რომ პირველი ორი სახეობა (HABILIS, ERECTUS) უნდა ჩამოსცილდეს  HOMO ს გვარს და გაერთიანდნენ  PITHECUS - ის ან THROPUS ის  გვარში. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს ავიღებთ ჩვენს შემთხვევაში, რადგან აღნიშნული ჩვენი დამზერის არიალში არ ხვდება. ხოლო  NEANDERTHALENSIS - ი და SAPIENS -ი კი დარჩნენ  HOMO -ს გვარში, რადგან იკვეთება, რომ ორივე წარმოადგენს თანათავსებად სახეობას და მათი შერწყმის შედეგად იქნა მიღენული კრომანიონელი ადამიანი.  ანუ მივიღებთ ორ გვარს, შემდეგი წარმომადგენლებით: PITHECUS HABILIS, PITHECUS ERECTUS და  HOMO  NEANDERTHALENSIS,  HOMO  SAPIENS. 

როგორც ცნობილია, კრომანიონელი ადამიანის დნმ-ში,  ორიდან - ოთხ პროცენტამდე გენები ნეანდერტალელისაა და ამან ისეთი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მის გარეგნობასა და იმუნიტეტზე, როგორიცაა თვალის ცისფერი ფერი, წითელი თმა და მდგრადობა დაავადებების მიმართ. კიდევ ბევრი სხვა რამ.

და ბოლოს: ორივე ეს სახეობა, სივრცესა და დროში ცალ-ცალკე მანამ დაბოდიალობდა, ვიდრე არ დადგა დაახლოებით ორმოცი ათასი წელი ძვ.წ.აღ -მდე, სწორედ ამ პერიოდში მოხდა მათი შეჯვარება და კრომანიონელი ადამიანის თანამედროვე ტიპის ჩამოყალიბება.

ალბათ სწორედ ეს ინფორმაცია არის გადმოცემული, ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ ტექსტში. ხოლო, რაც შეეხება კრომანიონელამდე ადამიანის წარმოშობას, ღმერთმა ისინი ისევე გააჩინა, როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები. პირველს - ნეანდერტალელს ჰქონდა თეთრი ფერის კანი (ამ მონაცემს კარგად დააკვირდით), ძალა (ღონე) მდგრადობა დაავადებების მიმართ, აგრესია, დაბალი ინტელექტი და სხვა მნიშვცნელოვანი თუ უმნიშვნელო თვისობრივი მახასიათებლები, მეორეს კი მაღალი ინტელექტი, კარგი ფიზიკური აღნაგობა, სიკეთის, სიყვარულის გამოხატვისა და აღქმის უნარი და ა.შ.  მათი შერწყმა კი შობდა ისეთ არსებას, რომელიც ეპოქებში სვლას განაგრძობდა და შეძლებდა დედამიწის ათვისებას, მასზე სრულ მბრძანებლობას.

ამასთან გავიხსენოთ ისიც, რომ ადამმა და ევამ შემოქმედს იმედები გაუცრუეს ... სცოდეს, ანუ ბოროტების მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა, მეტიც, კაენმა მოჰკლა აბელ, ძმა თვისი.

აქ მარტო ერთის, მეორის მიერ მოკვლაზე კი არ არის საუბარი, არამედ სიცოცხლის ამ ფორმის გვარის (ტომის, ჯგუფის) შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე. არსებობისათვის ბრძოლაში, ბოროტების გამოვლინებაზე, რაც უფრო მძაფრად იკვეთებოდა ნეანდერტალელების შემთხვევაში, გამომდინარე მათი აგრესიულობიდან. ისინი უფრო მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ და საკვების განაწილებასაც დიდად არ მიესალმებოდნენ. მეტიც,  ,,ქალები“ ცალკე მოიპოვებდნენ საკვებს და ,,კაცები“ მათზე არ ზრუნავდნენ. მაშინ, როცა ადამიანები (საუბარია ღვთის შვილებთან შეჯვარებამდე არსებულ ადამიანებზე) ოც-ოცდაათკაციან ჯგუფებად ცხოვრობდნენ და მოპოვებულ საკვებს ერთმანეთს უნაწილებდნენ ... და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც თქვენთვის ისედაც ცნობილია და აღარ განვმეორდები.

ამიტომ სრულიად შესაძლებელია ის, რომ შემოქმედმა იმედგაცრუების შემდგომ დაიწყო ფიქრი ახალი, გაცილებით უფრო ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმის შექმნის თაობაზე და ნეანდერტალელი ჩანაცვლდა კრომანიონელით. ასევე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ (მომიტევეთ, ამ შედარებისთვის), ქართულ და არამარტო ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, სულელს, ანუ გონებრივად შედარებით ჩამორჩენილს, ღვთის შვილები ეწოდებათ. ისინი ერთგვარი მეკავშირეები არიან, შემოქმედსა და ,,ნორმალურ“ ადამიანებს შორის. ამასაც, ხალხური ზეპირსიტყვირებება ამბობს ... ეს სიტყვა  - ნორმალური, ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ არავინ იცის ვინ არის ნორმალური და ვინ არანორმალური ... დიახ! შემოქმედის გარდა.

არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია ეს თეორია სხვებისთვის, მაგრამ მე ამის ნამდვილად მჯერა, ყოველ შემთხვევაში, რაღაც გასაღებს, ახლის ძიებაში რომ მივაგენი, ეჭვგარეშეა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ვარ მართლმადიდებელი და რელიგიურ შეზღუდვებს შეძლებისდაგვარად ვიცავ. ამიტომ ჩემთვისაც რთული იყო ამ საკითხზე აზრის სახალხოდ გამოთქმა, მაგრამ ,,წილი ნაყარია“. მე რწმენის შეცვლას არ ვაპირებ, ხოლო შეცოდებისთვის კი შენდობას შევთხოვ უფალს ... ის, მაინც ბრუნავს“ ! ამოვდივარ ამ ჭეშმარიტებიდან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები