ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 13 თებერვალი, 2022
* * *
დრო დადგა დედი, როცა ფიქრი ყვავილს გაყინავს როცა, ცისფერი იალქნები დაჰფენს ჰორიზონტს როცა იმედი უშორესი ალუზიაა თავისტკივილი -პერსპექტივა უახლოესი. დრო დადგა, ყოველ გაღიმებას მალავ წინდებში. სიცილ-კისკისი დავიწყებას მიეცა აწი. დრომ მოიტანა საოცარი ანომალია, მრუშობის?-არა.ბედნიერების გვრცხვენია ახლა!