ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2022


მთხოვარა

ტურგენევის ამავე სახელწოდების ნოველის ინსპირაციით.



მივაბიჯებ ერთხელ პარკის განაპირა.
(იმ წამს ხელზე თეთრიც კი არ მებადა.)
მოიღრუბლა ზეცა, წვიმა დააპირა.
არც ქოლგა მაქვს, არც მაცვია ლაბადა.
გზა ვიცვალე, სიღრმისაკენ გავემართე.
ქოლგას კარგად ჩაანაცვლებს დიდი ხე.
წიფლის ძირში უსახლკარო შევამჩნიე.
ხის ქვეშ მისთვის ძელსკამი საწოლობდა.
თვალებს წირპლი მიკრობოდა ,
ნამძინარევს,
მისი ცოდვით, ვიტყვი - ქვაც კი იწვოდა.
და მუყაოს ქვეშსაგებზე წამომჯდარმა,
ხურდისმდომმა ხელი გამომიწოდა.
დამეხმარე, დაო, აქეთ მოიხედე,
შემეწიე უქონელს და უპოვარს.
ვიწყე ჩანთის ამოქექვა,
მოიმედემ,
ჩარჩენილი იქნებ ხურდა მეპოვა.
საბრალო კი  ხელგამოწვდით მელოდება.
დგას სამყაროს  უხმო ვაი-გოდებად.
უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე
და ჭუჭყისგან გახევებულ მის მტევანს,
ან საკვები ანდა ხურდა კი არა,
ჩემი ხელი შევაჩეჩე, ქათქათა.
" მაპატიე, რომ მშიერი გაგაწბილე,
ღმერთმა ბევრი შეგახვეროს  მოწყალე"
იმ წამამდე სხივებჩამქრალ მის თვალებში,
უჩვეულო სიხარული დავლანდე
და ჯაგრისის უნახავი ცალი კბილით
აჩიფჩიფდა გაოცებით  პირღია-
"გმადლობ დაო, ასე დიდი მოწყალება,
ცხოვრებაში არასდროს მიმიღია."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები