ღმერთმა იცის რომ მე შენ მიყვარხარ, ღმერთმა იცის,რომ უშენოდ ვერ ვძლებ, თუმც შენი სულის თოვლის ტაძარში ამაოდ ვეძებ იმედის მერცხლებს და ამიტომაც უნდა გაგშორდე, წავიდე ქვეყნის დასალიერში, იქნებ როგორმე გადაგივიწყო და შენით იქნებ დავცარიელდე... ჩვენი ცხოვრების გაზაფხულიდან რა უცაბედად დადგა ზამთარი, შენ უმიზეზოდ დაზაფრული ხარ და ქრება შენში გრძნობის ლამპარი... გახსოვს?ჩვენ გვქონდა სხვა ოცნებები, სხვა იმედები,სხვა ნაბიჯები, ჩვენ მოვკვდებით და მოვლენ მერცხლები საფლავზე ფრთხილად დაგვაბიჯებენ... და ამიტომაც ვიდრე მოვკვდებით, სჯობს მოვირჩინოთ სულის იარა და მთები ერთად რაც ვერ დავლაშქრეთ, იქნებ ცალკცალკე გადავიაროთ!? იქნება ჩვენით მივწვდეთ მწვერვალებს, სულში ჩაგვექცეს ცისარტყელები, თორემ ბინდდება და ვეღარ ვხედავ სად არის შენი თოვლის ხელები... გარეთ კი კვლავ თოვს და ბეღურები ხეებზე თოვლის ტაძრებს აგებენ, დუმს თოვლზე შენი ნაფეხურები და თრთიან შენი ნაზი ბაგენი. მისდევენ თოვლზე შენს ნაფეხურებს ჩემი ლექსები,როგორც ბოშები, ცისკენ ამავალ თეთრ საფეხურებს ვითვლი და ვითვლი მზეგამოშვებით. მზერით დაგეძებ დროში გაფანტულს და დღეებია შენით ნაკლული, ფიფქები მხვრეტენ,როგორც საფანტი, ვარ შენს თვალებში თავგადაკლული. ოდესღაც გვქონდა სხვა ოცნებები, სხვა იმედები,სხვა ნაბიჯები, ჩვენ მოვკვდებით და მოვლენ მერცხლები, საფლავზე ფრთხილად დაგვაბიჯებენ...
14.02.2022
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომენატრა ავტორის პოეზია. მომენატრა ავტორის პოეზია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|