ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 თებერვალი, 2022


William Shakespeare – Sonnet LXXXVII (87)

უილიამ შექსპირი - სონეტი LXXXVII (87) - თარგმნა ოთარ ცისკაძემ

მშვიდობით! არ ღირს გაყრის გამო გაგულისება,
ალბათ შეიგნე, არ ვიყავი შენი ყადარი,
თავისუფლება გიწყალობა ბევრმა ღირსებამ,
ხოლო უღირსს კი დამატეხა ბედმა ავდარი.

დაუნანებლად მომიძღვნიდი ძვირფას იადგარს,
თუმც არ ძალმედვა საგანძურის დამსახურება,
ბედნიერებას ამიტომაც ჩრდილი მიადგა
და ვერ შევძელი შენი მარად დასაკუთრება.

მონუსხულივით მზად იყავი გასაჩუქებლად,
არ იშურებდი მიჯნურისთვის ურიცხვ საფასეს,
თუმც თილისმასაც ჯადოსნური ძალა უქრება,
თვალახილული მერე შენს თავს უკეთ აფასებ.

როს მეკუთვნოდი, ძილში ვიყავ გვირგვინოსანი,
გამოვფხიზლდი და დავგლახავდი ცხადში მგოსანი.

17 თებერვალი, 2022 წ.



ორიგინალი იხილეთ აქ:  https://nosweatshakespeare.com/sonnets/87/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები