ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2022


ვერდიქტი

ფოტოს?
უამრავი ჯანმრთელი ქალი
აგზავნის ნებით,
ვისთანაც უნდა,
მერე რა მოხდა?
ქალი რომ ხარ,
თანაც ჯანმრთელი,
იამაყე!"

ძვლის ტვინის ამოპნევა
ვიგრძენი ნათლად,
სარკოფაგიდან მზის გულზე,
ქარში ამოტანილმა.

აი, ვერდიქტი!
ან მე მგონია, ან...
საკუბოვე ფიცრად გარანდული
ეს ორი მორი, -
ეს ტოლობა,
მართლაც არასაამაყო დაჯდა
ჩემსა და უამრავს შორის.
ცოცხალი აბა როგორ გადავრჩებოდი?

ამ ომის ფონზე
განსაკუთრებით
სასაცილოდ ჟღერს
რომ სიყვარული დამარცხებულა.
აწი ითვალე "ტუფტა",
ფუჭი  გაზაფხულები!

ათასჯერ მაინც უნდა მოკვდე,
ვიდრე გარდაიცვლები.
- ესეც ფაბულა! -
პირდაპირ შუბლით შევეჯახე.
ჯერ სადა ხარო?! -
დამიდასტურა ქარმა
და  მორიგი კვდომის მტვერი
მზეში გაფანტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები