ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2022


ჯარისკაცის წერილი დედას

„გული ოცნებით მინდა ვიჯერო,
დედა მე შენზე ფიქრმა დამღალა,
შინ რომ არ მოვალ, არ დაიჯერო,
არ დაიჯერო რომ აღარა ვარ“.


            იზა ორჯონიკიძე




დედა, ომში ვარ, მაგრამ იცოდე:
ერთი წამითაც არ მავიწყდები,
ვიდრე ანთია ჩემი სიცოცხლე,
არც არასოდეს დამავიწყდები.

თუმც გამიფრინდა ხანა ბავშვობის,
თუ რამ შევცოდე, ვითხოვ შენდობას,
მხოლოდ დროებით ერთურთს დავშორდით,
მწამს: დროც ვერ მოშლის ურთიერთობას.

დედა, ომიდან გწამდეს: მშვიდობით
დავბრუნდები და ჩაგეკონები,
ვიდრე ვამაყობ შენი შვილობით,
მინდა გაჩუქო იის კონები.

მწამს: ღმერთი შენს თავს დიდხანს მიცოცხლებს,
გწერ და ყოველდღე შენს სურათს ვკოცნი,
რომ მომანიჭე ქვეყნად სიცოცხლე,
ღვინით სავსე თასს შენთვის გამოვცლი.

„გული ოცნებით მინდა ვიჯერო,
დედა მე შენზე ფიქრმა დამღალა,
შინ რომ არ მოვალ, არ დაიჯერო,
არ დაიჯერო რომ აღარა ვარ“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები