ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2022


რომ

მე რომ პოეტი ვყოფილიყავი,
ალბათ დავწერდი გამომშრალ ლექსებს;
როგორ არაფერს აღარ ვიკარებ
გულზე და უკვე ამაზეც ვერ ვწერ.

ალბათ დავწერდი როგორ კვდებიან
ძველი მეები ჩემში ყოველდღე,
ასე ცვალებად განწყობებიანს
(ვიცი) ვერაფერს მომიტევბდნენ

ძველი ჩემები.
თუნდაც ამიტომ.
ვერ შემინდობენ ვეღარც ახლები
და რაც არ უნდა ძარღვი გავწყვიტო
შუბლზე, კვლავ უკან გადამახვევენ.

განიხილავენ სიგრძე-სიგანით,
როგორ შევცდი და როგორ არ ვნანობ,
ჩაუჯდებიან - როგორ ვინანებ,
რომ ბოღმაც "გაი"-სიგრძე-სიგანონ.

მერე იქნება ისევ ზამთარი,
სეზონი ბოლო, წელი ახალი.
ხის ძირში ჩავფლავ ყრმობის ქართა რიგს,
სანამ ოცნებებს შემილახავენ.


იღბლად ამოჭრილ შუბლის შავ წერტილს
ვერ შეცვლის ახლა ტრფობის იგავი...
მაინც. მგონია. სულ არ დავწერდი,
მე რომ პოეტი ვყოფილიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები