ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2022


მარტოობა

წაშლილი სტრიქონი ვერასდროს გაცოცხლდება
ფურცლის სითეთრის შებღალვის შიშით.
მკვდარი კაცი ენას ვერ ამოიდგამს,
რომ მოგითხროს როგორ იცხოვრა.
არც სიცოცხლე მოგცემს ნებას
ყველა მოვლენას ახსნა მოუძებნო,
მაგრამ არაფერია მისტკური იმაში,
რომ დამცირებას მორჩილად თავდახრილი ეგუებოდე.
ყოველ ჯერზე, როცა სარკეში ჩაიხედავ
უცნობ ადამიანს წააწყდები, ვითომდა შენ ხარ
მაგრამ მის სახელს დიდი ხანია ვეღარ იხსენებ,
მისი თვალები უდაბნოა, ხოლო გული დაფერფლილი მზე.
გეჩვენება რომ ოდესღაც შეხვდით ერთმანეთს
და ის ერთ-ერთი იმათგანია ვინც დანებდა,
შეიძლება მოგიყვა, როგორ ეძებდა ყვავების ქალაქში ბეღურებს
ან საუზმემზე როგორ ჭამდა ორ ღერ სიგარეტს,
მაგრამ ახლა შენთვის ყველა საგანი უმნიშვნელოა,
ყველა წარმოთქმული სიტყვა გახუნებული,
როგორც დედის გაცვეთილი, ყვავილებიანი კაბა
ანდა წიგნის ყდა, რომელზეც ღვთისმშობელი ეხატა.
ხის მორყეულ ნაჭრებად იქცა ლოგინი და კარი
სახლიდან გასვლის წინ რომ გამოიხურავ,
გაბზარულია სარკე, რომელშიც საკუთარ თავს ვერ ხედავ
ხოლო შენი მეხსიერება სარკეზე უფრო დანაწევრებული,
რადგან დროის დინებას თავი ვერ დააღწიე
და აუტანლად მძიმე დღეებს, მდუმარე სასოწარკვეთით მიათრევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები