#ლექსები
ნინო დარბაისელი
ლილიენ!
რა ლამაზი ხარ, ლილიენ! შენზე ლამაზი ამ დედამიწაზე, ამ გალაკტიკაში და ამ სამყაროში ჯერ არასდროს არავინ დაბადებულა!
მთელი ცხრა წელი გელოდით, ლილიენ! ყველას ერთად ჰგავხარ! თუ ვინმეს რამე ჰქონდა ირგვლივ ლამაზი, როგორ ყველაფერი შენ წამოგიკრეფია, ლილიენ!
ჯერ დაიცა, ეგ დასიებული თვალები ჩაგიცხრეს, ცხვირის ნესტოები ადგილზე დაგიდგეს, კისრის ირგვლივ სილურჯეებიც აიკრიფოს, ფიზიოლოგიურმა სიყვითლემაც გაგიაროს და მერე გიყურონ, რა გოგო ხარ, ლილიენ!
შენმა გაჩენამ დამავიწყა, რომ სწორედ ახლა უკრაინაში სიკვდილი წვიმს და ქვა ღვიარებს, მეორედ მოსვლა იქ ტრიალებს და ზეცა იწვის ბავშვების ცოდვით… დღეს აღარ გვინდა იმათზე ფიქრი, კარგი, ლილიენ?! სიკეთისა ვთქვათ, მადლიერების, გადარჩენაზე ვილაპარაკოთ, შენი სიცოცხლით გავიხაროთ!
რა ერთი ბეწო თითუნები გაქვს, ნეკაზე როგორ მეჭიდები, ბედნიერების ცრემლი მომდის, ომზე რატომ-ღა მეფიქრება, ეს შიში რაღად არ მიქრება? ომი რა არის, არ გენახოს, სხვას რას გისურვებ საიმედოს? მინდა, მშვიდობა დაგებედოს, გესმის, ლილიენ?
მე თითქმის შენი ბებია ვარ - - შენი ბებიის მეგობარი, ერთი ქართველი - მომთაბარე, შენთან ბებრულად მოუბარი, გელოდი, დაიგვიანე, ეს გული გადამილიე, შენ შემოგევლოს ბებია! ააა, უკვე ჩაგძინებია?! ეი, ლილიენ, ლილიენ!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა კარგი პასუხია :) ლექსიც მშვენიერი. რა კარგი პასუხია :) ლექსიც მშვენიერი.
2. სავსებით გეთანხმებით. მთავარია, ნერვებს მოუფრთხილდეს ადამიანი. ამბობენ, ნერვიულ უჯრედებს რეგენერაციის უნარი არ გააჩნიათო. სავსებით გეთანხმებით. მთავარია, ნერვებს მოუფრთხილდეს ადამიანი. ამბობენ, ნერვიულ უჯრედებს რეგენერაციის უნარი არ გააჩნიათო.
1. ლილიენ:))) ლექსის გარდა ყველაფერია ლილიენ:))) ლექსის გარდა ყველაფერია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|