ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: იუმორისტული
7 აპრილი, 2022


მე ეს ქვეყანა მიყვარდა

  მე ეს ქვეყანა მიყვარდა,
მგონი ზეზვა და მზიადან,
მანამდე –,,გაუმარჯოსო
საქართველოს ,, თქვა ზვიადმა.
მიყვარდა  თავის  ედუარდით,
რეაქტიული მიშათი,
ღურწკაიათი, ქეთათი
და ონიანი  გრიშათი,
მე ეს ქვეყანა მიყვარდა,
სანამ კიდევ ბევრს დავძენდე,
მიყვარდა მანაგაძემდე,
მიყვარდა ქარსელაძემდე.
რასაც  არ უნდა ვკარგავდე,
რასაც არ უნდა ვიძენდე.
მიყვარდა  მე  ეს  ქვეყანა–
ნანიმდე, კიკაბიძემდე.
სად იყო მაშინ ლექსენი,
ტვისტს რომ ვცეკვავდი სეფაში.
არც  ,,ჩემი  გმირი  გიწოდე,,
ჰქონდა ნამღერი  სეფაშვილს.
სად იყო  მაშინ ბიძინე,
სად  იყვნენ  მაშინ  ქოცები,
მკლავზე რო გადმოგიწვინე,
მთვარეს შევცქერდით ოცნებით.
სად იყო ფული უფასო?
ბესელია და  გუბაზი.
ქუხს  ჩვენი  ქვეყნის სახელი
ახლა მსოფლიო  რუკაზე.
არც თალაკვაძე არ წერდა
ლექსებს  და მიეთ–მოეთებს,
არც ზედაქტილურ რითმებში
გვეცილებოდა  პოეტებს.
მე ეს  ქვეყანა მიყვარდა
თავის  კაი  და გლახათი.
ახლა ეს ლექსი დავწერე,
რადგან არ  მქონდა მახათი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები