ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2022


მაკულატურა

ჩვენ ვაწარმოებთ მაკულატურას
ყოველ ცისმარე დღეს
და განთიადს ვიწყებთ ახალი ლექსის შედგენით,
რომელიც არსით მუდამ ასლია,
მაგრამ არა ჰყავს ამ ასლს ნატურა,
არც წერას ჩევნსას არ აქვს შედეგი.
დაგვემოწმება ბრუნო ლატური,
რომ ვერ შევდექით მოდერნისტებად,
ყველა ნაბიჯზე ფეხი გვიცდება,
დავდივართ ბნელში ხელის ფათურით.
"მაგრამ ვინ არის აქ განმკითხველი?"
ბევრი წერს, ცოტა დარჩა მკითხველი,
აღარ დატოვეს
არც შესაქმნელი,
არც დასანგრევი,
არც მოსაპარი,
დღეს პოეზია ნაგვის ურნაა
ლექსი საძილე აბი, ზღაპარი.
სულ დავანებოთ ჯობს წერას თავი,
ჯობს წერას თავი სულ დავანებოთ,
კარგი იქნება თავი გავანძრიოთ და
სტრიქონების ბოლოდან
სარითმო წყვილების გამოყოფას
თავი დავანებოთ.
კარგი იქნებოდა "პოეზიის საღამოების"
გამართვასაც თავი რომ დავანებოთ,
კარგი იქნებოდა ჭკნობაშეპარული ქალების დაიმედებასაც
თავი რომ დავანებოთ,
კარგი იქნებოდა გამქრალიყო ტერმინები "საშუალო" ან "საშუალოზე ძლიერი ლექსი"
კარგი იქნება ერთ დღეს ავდგეთ და შევეშვათ ერთმანეთს,
უბრალოდ
შევეშვათ ერთმანეთს და ერთმანეთს თავი დავანებოთ,
კარგი იქნებოდა კოლორიტული ჟურნალების გამოცემასაც რომ თავი დავანებოთ,

რადგან ძირითადად
ჩვენ ვაწარმოებთ მაკულატურას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები