ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2022


9 აპრილი

როცა თვლემდა სამშობლო და იყო მხოლოდ მოგონება,
სწორედ მაშინ გაიღვიძეს ბიჭებმა და გოგონებმა.
როცა სრულად მიითვისა ჩვენი ეზო - ბუდე მტერმა
თეთრი ფრთები გამოიბეს საქართველოს სტუდენტებმა.
როცა ენა გადაყლაპეს ერის ყოვლის მცოდნეებმა,
ზუსტად მაშინ ეს ბავშვები გადაიქცნენ ცოტნეებად.
გადაიქცნენ ქეთევნებად, ილიებად გადაიქცნენ,
და სამშობლოს სიცოცხლისთვის  უკვდავება გადაიცვეს.
როცა დედა აღარა გყავს, დედა როგორ გეტირება.
იქცნენ უცებ ისტორიის მძიმე მრავალწერტილებად...
დაერივნენ გაზებით და ტანკებით და ხელკეტებით
ასე არის, მტერს როდესაც სასულეში ეკეტები.
დაიწამლნენ, დაიხოცნენ, გაიმარჯვეს ამ ბავშვებმა,
მათი სისხლი ჩვენს დროშაზე არასოდეს არ გაშრება.
ახლა ჩვენი სამშობლო რომ ტურისტების ალაგია,
საძირკველში ამ ბავშვების ბრძენი ძვლები ალაგია.
ჩვენ მაძღარნი, მანიით ვართ შეპყრობილი განდიდების,
და მივდივართ საფლავებთან ხან ვარდებით, ხან ტიტებით...
კამერით და მიკროფონით, ტყავებით და პალტოებით
თუმცა ყველამ კარგად ვიცით როცა ვრჩებით მარტოები,
სამშობლოსკენ გამოსროლილს არ მოვირტყამთ არცერთ ტყვიას.
ამ ბავშვებთან როცა მივალთ, ეს ბავშვები რას გვეტყვიან?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები