ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
12 აპრილი, 2022


Sara Teasdale - There Will Come Soft Rains

სარა ტისდეილი - ასურნელდება მინდორ-ველი ისევ ჟიჟმატით...

ასურნელდება მინდორ-ველი ისევ ჟიჟმატით,
ნამგალა კვლავაც იჟღურტულებს ცაში გიჟმაჟი, 

ღამით ლამპალში იყიყინებს მყვარი მქუხარი,
ფშვიად ყვავილებს გამოისხამს ალიბუხარი,

ისევ ატარებს გულწითელა ქათიბს ალისფერს,
ღობურზე მჯდარი სტვენით ყოფას გაიხალისებს

და ვერ გაიგებს ვერც უძრავი და ვერც მოძრავი,
როდის დაიწყო ან გასრულდა ომი მომსრავი;

არ ედარდება არც ხეებს და აღარც ჩიტებსაც,
კაცობრიობა თუ სრულიად გაიჟლიტება

და ალიონზე გაზაფხული ნამძინარევი,
ვერც კი მიხვდება, ქვეყნად რომ არ დავიარებით.

12 აპრილი, 2022 წ.



Sara Teasdale - There Will Come Soft Rains

There will come soft rains and the smell of the ground,
And swallows circling with their shimmering sound;

And frogs in the pools, singing at night,
And wild plum trees in tremulous white,

Robins will wear their feathery fire,
Whistling their whims on a low fence-wire;

And not one will know of the war, not one
Will care at last when it is done.

Not one would mind, neither bird nor tree,
If mankind perished utterly;

And Spring herself, when she woke at dawn,
Would scarcely know that we were gone.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები