ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
13 აპრილი, 2022


კურიერი და ლამაზმანი 33_ე თავი

კურიერი და ლამაზმანი
33_ე თავი

მისის ჰელენ

  საღამომშვიდობის! ვფიქრობ, დროა დაბრუნების და დროა გაგაცნოთ საკუთარი თავი, ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. მე შეიძლება, ცხოვრების არც ისე ბევრი წლები გავიარე, თუმცა არც ისე ცოტა, რომ არ გამეგო, რას ნიშნავს აკეთებდე იმ საქმეს, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებს. იყო მწერალი, უკვე ბევრს ნიშნავს. წერდე მასზე, უკვე დიდი შესაძლებლობაა. აღწერდე ბუნებას, მზის სიმხურვალეს, და თუ ამ ყველაფერთან ერთად აღწერ, ცაზე გაჩენილ ცისარტყელის შვიდივე ფერს, ეს უკვე დიდი ნიჭია. შექმნა სამყარო და მკითხველს მისცე უფლება იმ გზით წავიდეს, სასაითაც შენ უჩვენებ მიმართულებას ეს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობაა შენი. მე წლების წინ, ჯერ კიდევ პატარამ საკუთარ თავში გავაცნობიერე, რომ მქონდა შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა და დღეს, სწორედ აი, ახლა მე შენთვის ვკრიფავ ტექსტს, რომ შემდეგ კითხვის ბოლოს არ გაგიჩნდეს სინანული იმისა, რომ თუ რატომ წავიკითხე. პერსონაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემ თავში იბადება არის სხეული. უსულო, უნებისყოფო და უგრძნობი სხეული. გარკვეული დროის განმავლობაში კი, როცა უკვე გული ჩემთან ერთად დაიწყებს ძგერას, ჩნდება დეტალები მის შესახებ: როდის დაიბადა? რა არის მისი საყვარელი საქმე და სულაც არის თუ არა საინტერესო მისი არეულ-დარეული თავგადასავლები. იწერება დიალოგები მაშინ, როცა უკვე ჩემს გონებაში, ერთი კი არა, არამედ უკვე ორი პერსონაჟი საუბრობს. ძალიან ბევრს ეს უკვე ქაოსი გონია, მაგრამ ერთის გარეშე მეორე შეუძლებელია და იმ ორის გარეშე კი დანარჩენი.
  მოდით, ახლა უკვე დროა ერთად დავიწყოთ პიესის ,,კურიერი და ლამაზმანის" გაგრძელება. მე კი გპირდებით, ფეხდაფერ გამოგყვებით უკან და  განახებთ ეს, როგორ ხდება. იქამდე, სანამ გავიგებთ ახალ ეპიზოდებში ვის ვიხილავთ. წამოდით და ერთად შევხვდეთ პერსონაჟებს. ვიმარჯვებ კალამს, ვიმარჯვებ წიგნაკს და ჩნდება იდეები თუ როგორ შეიძლება განვითარდეს თითოეული მათგანიც თავგადასავალი. დატოვებენ აქამდე ნაცნობი პერსონაჟები და შემოგვიერთდებიან ახალიებიც. ვინაიდან პიესას პაუზა ორი წელი ჰქონდა და თითქოს და აქაურობა დამშრალ რუს დაემსგავსა. მოდით და ახლა, ერთად მივცეთ უფლება წყალს კიდევ ისევ ისე იდინოს.
  მინდა, სანამ დანარჩებს შევხვდები. პირველი, ჯერ დევიდი იყოს. ეს პერსონაჟი, პიესის მე_12 თავიდან გამოჩნდა. მისი გამოჩენა ჩემთვის და შემდეგ მისი განვითარება ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. პერსონაჟთან შეხვედრამდე მინდა გითხრათ, რომ ის ერთადერთია, რომელიც პიესის დასრულებამდე იქნება ჩვენს გვერდით. ამ პერსონაჟში კიდევ უფრო მეტ განვითარებას ვხედავ. ვხედავ და ვგრძნობ, რომ კიდევ ბევრი აქვს თქვენთვის სათქმელი. ჩემი პიესები, ხომ ყოველთვის რაღაცას გვასწავლის. ყოველთვის, მიგვითითებს არასორი გზიდან სწორი გზისკენ გადაუხვიოთ. გვასწავლის, როგორ უნდა გვიყვარსდეს ერთს მეოდე და როგორ უნდა დავაფასოთ ის, ადამიანები სანამ გვერდით გვყავს.
  N118 ეს გახდება დღეს ჩვენი შეხვედრის ადგილი და თუ მზად ხართ, მოდი დავიწყოთ! მაღალი, მხარბეჭიანი კაცის, ცისფერი თვალებით, თმა და მოწესრიგებული წვერით... ეს ხომ დევიდია? ხო, ჩვენ ასე ვიცნობთ მას. ახლა მისი ჩაცმულობა უნდა ნახოთ, როგორ მომზადებულა ჩემთან შესახვედრად. ქალისთვის, კაცის კლასიკური ჩაცმულობა ხომ უკვე სრულყოფილებაა? აი, მოვიდა კიდეც თეთრი პერანგით და საგულეს ჯიბეში ჩადებული თეთრი ვარდით. არა, ასეთი რომანტიულიც არ შემიქმნია. უბრალოდ, ახლა ეს ამ მომენტს უხდება. მე სანამ თავი ზემოთ ავწიე ის, უკვე ჩემ წინ მდგომ სავარძელში კომფორტულად მოკალათდა. ხმის ამოუღებლივ, ფეხი ფეხზე შემოიდო და თან დაჟინებით დაუწყო იმ ქაღალდებს ყურება, რაც მე უკვე მათთვის მოვამზადე.
**
_ მისის ჰელენ!
_ დევიდ, საღამომშვიდობისა!
_ არა, აქამდე ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, მაგრამ როგორც ჩანს ახლა შენს წინ პიესის სცენარი დევს.
_ სრულიად მართალი ხარ. აიღე, ეს შენია. წაიკითხე და გაიაზრე, რადგან ახალი ეპიზოდებში იმაზე დატვირთული იქნები, ვიდრე ეს აქამდე.
_ ამას მეუბნება ქალი, რომელმაც სიკვდილის ანგელოზს ჩემი თავი ხელიდან გამოგლიჯა?
_ აი, ეგ უკვე ჩემი ძლიერი მხარეა.
_ კი, მაგაში გეთანხმები. შენს ხელში, არც მკითხველი და არც ჩვენ არაფერს არ უნდა ველოდოთ. გარდა ერთისა და ესაც მოულოდნელობებით სავსე, არეულ-დარეული, ტვინის ამრევი სიუჟეტებია.
_ არ გაინტერესებ, პირველი შენთვის რატომ გადავწყვიტე სცენარის მოცემა?
_  კი, როგორ არა, მაგრამ მაგაზე მე უკვე პასუხი ვიცი. შენ  მწერალი ხარ. მე კი კურიერი, რომელიც მზად არის სათქმელი მკითხველამდე ისეთივე ხელუხლებელი მივიტანო, როგორსაც მაძლევ.
_ კარგი, წადი და ახლა დანარჩენებსაც დაუძახე.
_ წავალ, მაგრამ რაღაც მავიწყდებოდა. თეთრი ვარდი და ამით მინდა გადავცე იმ ადამიანებს ერთი მესიჯი, რომ მისის ჰელენს ეს ყველაზე მეტად უყვარს.
  ხომ ვამბობდი, ეს არის პერსონაჟი, რომელშიც კიდევ უფრო მეტ განვითარებას ვხედავ. ახლა სანამ ყველას ერთად შევხვდები იქამდე კიდევ უფრო უნდა დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ იწყება. ამხელა პაუზის შემდეგ პიესა ისევ განახლდება და ძალიან დიდი იმედი მექნება ისეთივე განხილვადი გახდება, როგორც ეს აქამდე იყო. ამ პიესის ერთ-ერთი პირველი შექმნილი პერსონაჟები მეგობრები, ალი და ზურა იყვნენ. ალიში ყოვეთვის ვხედავდი შრომისმოყვარე ბიჭს. აი, ზურაზე რა გითხრათ? თავიდანვე გამიჩნდე შეგრძნება, რომ არასოდეს განვითარდებოდა და ყოვეთვის სხვის მატერიალურ ცხოვრებაზე დამოკიდებული იქნებოდა. პიესა იწყება ავარიით. ორი სრულიად სხვადასხვა წარმომადგენელი ადამიანების ბედი წყდება ერთ საბედისწერო ავარიით. ერთ მხარეს ვხედავდით განებივრებულ გოგონებს, რომელსაც სულ არ ადარდებდათ, რომ მძღოლი, რომელიც ცდილობდა უსაფთხოდ მიეყვანა დანიშნულების ადგილზე მათ თვალწინ კვდება. აი, მეორე მხარე კი ეს ბიჭები იყვნენ. ალი და ზურა, ერთი უბნიდან. გაბივრებული, თუ უბრალოდ დაბნეული ახალგაზრდები, ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანის გაქრობას, თანაც უკვალოდ. როცა უკვე ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მივიწყებას მიეცა სწორედ მაშინ დაიწყო ქაოსი. ახლა უკვე ორი სრულიად სხვადასხვა სამეგობრო წრე, ერთად იბრძოდნენ გადარჩენისთვის. ამასობაში კი, გამოიკვეთა მათი პირადი თუ არაპირადი ცხოვრებაც.
ახალ ეპიზოდებიდან პიესას დატოვებენ:
ელენე_ მძღოლის ქალიშვილი
რატი_ ელენეს შეყვარებული
მონიკა _ვაჭრის ქალიშვილი
იაკობი _ დევიდის მეგობარი
და კიდევ რამოდენიმე პერსონაჟი, რომელიც ეპიზოდური იყო.
დაემატებიან პერსონაჟებიც, თუმცა ეს მინდა პიესის განვითარებასთან ერთად გამოჩნდეს.
ახლა მინდა: ნუცას, გვანცას და ლიზას სანამ ახალ სცენას გადავცემ ცოტა მათაც ვისაუბრო.

_  შემდეგი! 
_ მისის ჰენელ, რა პატივია შენთან შეხვედრა.
_ მოდით გოგოებო, რამეს ხომ არ დალევთ?
_ აი, ყავას კი დალევდა ახლა კაცი.
_ ორი კაპუჩინო მოუტანე გოგოებს. მაპატიეთ, მე ვერ დაგეწვევით. ახლახანს დავლიე და როგორც წესი მე ყავას არ ვსვავ.
_ არადა ყავის გარეშე ქალის ცხოვრება მე არ წამომიდგენია.
_ ხო ლიზა, მე მაინც და მაინც ვერ მოვიხიბლე ყავით.
_ ახალ ეპიზოდებში, მარტო ჩვენ  ვიქნებით?
_ გვანცა, გათვლილია, რომ ახლებიც დაგვემატებიან, თუმცა მალე ნუცაც შემოგვიერთდება. აი, ისიც.
_ გვანცა, ლიზა როგორ ხართ გოგოებო?
_ კარგად, გამიხარდა თქვენი ნახვა. ნუცა, რამხელა გოგოა უკვე.
_ მოკლედ გოგოებო, გვანცას ხაზი ისევ გაგრძელდება.
_ იმედია დევიდისთან ერთად.
_ გვანცა, ეგ ჯერ არ ვიცი. სიუჟეტი გვიჩვენებს მაგას. ახალი ეპიზოდებიდან ნუცას ცხოვრება გაცილებით აქტიური იქნება.
_ მისის ჰელენ, იმედია ხაზგასმით ჩემს სწავლაზე იზრუნებთ და არა ჩემს რომანებზე.
_ ნუცა, აიღე ხელში პიესა და წაიკითხე. ახლა თუ კითხვები აღარ გაქვთ დაიშალეთ და ერთმანეთს ახალ ეპიზოდში შევხვდებით.
_ მე მაქვს კითხვა.
_ გისმენ ლიზა.
_ გიგი იქნება ახალ ეპიზოდებში?
_ კი, შესაძლებელია ეგეც გამოჩნდეს. როგორც წეღან ავღნიშნე ყველაფერი სიუჟეტის განვითარებაზეა დამოკიდებული.
_ ნახვამდის, მისის ჰენელ.
_ ნახვამდის!

  ნუცას პერსონაჟი, თავიდანვე ღრმა და სანტერესო იყო. ჯერ კიდევ პატარა ასაკში შეეძლო დიდისთვის მიეცა ის რჩევა, რას შეიძლება ნებისმიერმა ზდასრულს ვერ ეთქვა. ყოველთვის პოულობდა რთულიდან მარტივ გამოსავალს.  ნუცას განვითარებას სცენაზე ვხედავ, როგორ და რანაირად ამას უკვე ახალი ეპიზოდიდან გავიგებთ. ახლა, რაც შეეხება ზურას დაბრუნებას. ეს მკითხველისთვის ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც ეს ჩემთვის რთული.ხომ გაგიგიათ გამოთქმა ,,სწავლა სიბერემდეო" ამ პერსონაჟმა იმდენად არ მომცა სრულყოფილი ხაზი, რომ გადავწყვიტე დაბრუნდეს ბევრად უფრო განვითარებული, გაზრდილი და სრულყოფილი. ზურა გარდაიცვალა!
ეს ფრაზა მოვისმინე მკითხველისგან მაშინ, როცა უკვე გავავრცელე ინფორმაცია მისი  დაბრუნების შესახებ. აქ, მისის ჰელენ ქმნის პიესას, სადაც მხოლოდ მას შეუძლია შეცვალოს, ან სულაც გააქროს პერსონაჟი. მე მიხარია, რომ ამის თავისუფლება მაქვს, თუმცა ახალი ეპიზოდიდან ერთად ვნახავთ სწორ გზას, როგორ დაბრუნდა ზურა?
რატომ ეს პერსონაჟი და არა სხვა?
მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პერსონაჟი მომცემს იმაზე მეტს, ვიდრე ეს აქამდე იყო. მოდით, სანამ მას პირისპირ შევხვდებოდი იქამდე გეტყვით ახლა როგორია ის? ალბათ გახსოვთ,  რა ვითარებაში იზრდებოდა. გახსოვთ, ალბათ ისიც, რომ იყო ყოველთვის სხვაზე დამოკიდებული. იყო პირდაპირი და თავისუფალიც. პიესის შეწყვეტის შემდეგ იქ გავიდა უკვე  5 წელი და დაბრუნდა ეს პერსონაჟიც. ახლა კი მინდა განახოთ ზურა რადიკალურად სხვაინაირი, განვითარებული და გაზრდილი. არ ველოდი, მაგრამ ახლა ზურა დევიდიზე მოწესრიგებულია. ის, გაცილებით დახვეწილია ვიდრე სხვები. თითქოს საუბრითაც დინჯია და სულაც აღარ საუბრობს სწრაფად და დაუფიქრებლად. როგორ გახდა ასეთი? ამას უკვე გაგრძელებაში გავიგებთ. ახლა კი დროა N118 კარი მისთვისაც გაიღოს.
**
_ მისის ჰელენ, გარეთ ერთი გაპიწკინებული კაცი დგას. რა ვქნა, შემოვუშვა?
_ კი, როგორ არა. მაგას ველოდები უკვე რამდენი ხანია.
_ შემთხვევით, აქ ჩემზე ხომ არ საუბრობთ?
_ კი, ზურა შენზე ვსაუბრობთ და მოდი უნდა ჩაგეხუტო.
_ ე, რა პატივია. თავად ,მისის ჰელენ' თან შეხვედრა.
_ მიდი, მომიყევი: როგორ ხარ ? სად იყავი ამ დროის განმავლობაში?
_ მეღადევები? ეგ ჩემზე კარგად შენ უნდა იცოდე.
_ შენთვის სიუპრიზი მაქვს.
_ ახლა არ მითხრათ, რომ აი, იმ კარადიდან თავად მისტერ დევიდი გადმოხტება.????
_ ზურა,  შენ ისევ ის ხარ. არადა ვგრძნობ შეიცვალე.
_ კარგი რა ჰელენ, თუ რამე სათქმელი გქონდა ცოტა ხნის წინ აქ არ ვიყავი? (დევიდი, აქ კარს მოულოდნელად აღებს)
მოიცადეთ!  ეს ზურა არი არის? ძმაო, მკვდრეთით აღსდექი?
_ ხო, ძმაო ჯოჯოხეთიდან შენთვის დავბრუნდი.
_ ე, ბიჭო მოდი შენ აქ!
_ მოიცადეთ, ეგრე არ გამოვა. მეც ჩამეხუტეთ.
_ მოდი ჰელენ, ეს შენს გარეშე როგორ გამოვა.
_ არა რა, კაცმა არ იცის ამ ქალის თავში რა დევს.
_ ზურა, მაგას რატომ ამბობ?
_ დავბრუნდი!
ოე, მე დავბრუნდი!
_ კარგი ზურა, ყვირილს თუ არ შეწყვეტ მისი ჰელენ ისევ უკან დაგაბრუნებს.
_  დევიდ, ზურა დაბრუნდა და არსად წასვლას აღარ აპირებს.
_ აუ,  დევით ბიჭო, ისევ ერთი ქალი გამო უნდა ვიჭიდაოთ თუ რა პონტი იქნება ახლა?
_ ბიჭებო, ახლა დაიშალეთ. დანარჩენი კი მე მომანდეთ.
_ როდის ვბრუნდებით?
_ მალე!

  აი, ახლა უკვე, როცა ყველა პერსონაჟს შევხვდი და ვიცი ახალი ეპიზოდები გაცილებით საინტერესო იქნება ვიდრე აქამდე.
მაშ ასე, პიესა დავიწყოთ!
მოქმედებას დევიდის ახალ სახლში იწყება და ყურადღბით იყავით აქედან უკვე ახალი პერსონაჟი შემოდის.


პიესა ,,კურიერი და ლამაზმანი"
თავი 33

  წუხელაც უთოვია აპრილს. ან განა, როგორ შეუძლია გაზაფხულს თოვა? აი, შენ თუ მთხოვ მე თოვლთან ერთად მოვალ. ხო, მოვალ და თოვლში ამოსულ იებსაც მოგიტან. ერთი ორ ტკბილ სიტყვასაც გეტყვი და ალბათ მაპატიებ კიდე, რომ დღეს სამსახურში კიდევ შევყოვნდი. ასეთი ქაოსი ხდება ყოველდღე ჩემ თავს. დრო ცოლისთვის და შვილისთვის სულ არ მრჩება. მითუმეთეს თუ კვირის ის დღეები ემთხვევა, როცა ბარბარე ჩემთან მომყავს. უკვე სკოლაში დადის და წამითაც არ მაძლევს დედამისი მოსვენების უფლებას. ოდნავ ფეხს გადაიკვლიფავს თუ არა ეგრევე მე მირეკავს. არადა იცის რა მემართება, როცა ბარბარეს რამე აწუხებს და გვანცაც სწორედ ამით სარგებლობს.
  ხვალ ხუთშაბათია. ჯერ დილით ბარბარე სკოლისთვის უნდა მოვამზადო, მერე ჩემი ცოლი სამსახურში უნდა დავტოვო და აი, მერე უკვე მეც უნდა წავიდე სამსახურში. ხუთშაბათი ყველაზე რთული დღეა ჩემთვის. შეუძლებელია, რა გადაუდებელი საქმეც არ უნდა მქონდეს ბავშვი სკოლიდან უნდა გამოვუყვანო და დედამისს ჩავაბარო. ახლა ადგომა ისე მეზარება, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემი ცოლი მაღვიძებს. თავიდან, ჯერ რაც შეიძლება ტკბილი სიტყვებით და თუ ისევ გავაჭინაურე უკვე ტონსაც  უწევს. ,,ძირფასო, მესმის რთულია, მაგრამ გაღვიძება სცადე. მე და ბარბარემ უკვე ვისაუზმეთ და შენ გელოდებით". უკვე ერთი წელია, რაც დაოჯახებული ვარ. ნიკე, ბატომ ჯონთან თანაცხოვრების დროს გავიცანი. თავიდან, უბრალოდ ვმეგობრობდით, თანაც მაშინ არ მქონდა დრო სხვა ქალზე ფიქრისთვის. ვგრძნობდი, რომ ნიკეს ჩემს მიმართ, რაღაცას გრძნობდა, მაგრამ ეს ის გრძნობა არი იყო, რომ რამე სერიოზულში გადაზრდილიყო. ჩემ ქალაქში დაბრუნებიდან რამოდენიმე თვეში დამირეკა.ახლაც, რომ ვეკითხები ჩემი ნომერი საიდან გაიგო? არ მიპასუხებს.
  აი, როგორც იქნა თავი საწოლიდან წამოვწიე და მაშინვე წყლის გადასავლებად შევედი. ნიკეს ჩემი პერანგი უკვე დაუთოვებული, საწოლთან დაუდევს. სამზარეულოდან ბარბარეს შეუჩერებელი ლაპარაკი მესმის. არ ვიცი, ამ ბავშვში, საიდან დევს ამხელა ენერგია, მაგრამ არასდროს ჩუმდება. ნიკეს და ბარბარეს არასდროს ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა. თავიდანვე კარგად გაუგეს ერთმანეთს. ახლაც, რომ ხედავდეთ რა აღტაცებით უყვება თავისი პირველი სიყვარულის ისტორიას... რაო, სიყვარულიო? რადროს ამის სიყვარულია, როგორც კი სამზარეულოში შევედი ორივე გაჩუმდა.
_ შვილო, რა სიყვარული რის სიყვარული?  მიხედე სწავლას.
_ კარგი რა მამა, თომა საყვარელი ბიჭია.
_ შვილო, ნუ გადამიყვან ახლა ჭკუიდან. შენ, ჯერ 6 წლის ხარ. არავითარი თომა არ არსებობს!
_ ძვირფასო, რა გაყვირებს? ის, ჯერ ბავშვია.
_ ხო, ნიკე ბავშვია და უკვე ბიჭებზე ფიქრობს.
_ რა მოხდა შენ, სკოლაში არავინ გყვარებია?
_ ქალური სოლიდარობა, არა ქალბატონებო? მიდი, აიღეთ ჩანთები და მე იქამდე  გარაჟიდან მანქანას გამოვიყვან.
_ აი, ხედავ ბარბი? მამაშენმა კითხვას კიდევ თავი აარიდა.
_ ნიკე, მადლობა ტკბილი მამალოებისთვის!
_ არაფრის საყვარელო!

  მომინდომეს სიყვარული. ჯერ დედამისი არ მაკლდა ახალ-ხალი თავგადასავლებით და ახლა ამას ჩემი შვილიც დაემატა. ვინ მიყვარდა სკოლაში? მე რა ვიცი, რაღა მახსოვს. ასეც, რომ არ იყოს ჩემი შვილმა, მინდა სწავლას მიხედოს და საერთოდაც არა მინდა, ბიჭებზე ფიქრში ხარჯოს დრო. ახლა ჯერ ბარბარე მივიყვანე სკოლაში და სანამ ნიკესაც მივიყვანდი სამსახურში გზაში მაინც მეკითხება: ვინ მიყვარდა სკოლაში? ოხ, ეს ქალები... რა ცნობისმოყვარეები ხართ. მე ჯერ რა ბავშვობა მქონდა, რომ მერე სიყვარულზე და გოგოებზე მეფიქრა. კარგით, როგორც იქნა მეც მივაღწიე სამსახურამდე და ვხედავ, რომ ძალიან დიდი ქაოსია ჩემ სამუშაო მაგიდასთან, თანაც ეს ყველაფერი, საღამოს 5 საათამდე უნდა მოვასწრო.                               
    საქაღალდეებში მაქვს თავი ჩახრილი და უცებ მესმის ჩემი თანამშრომლის ხმა: ,,დღეს 6_ზე, დამკვეთებს უნდა შეხვდე. უარი არ გამოვა ყველას შენი იმედი აქვს." როგორ არ ვეცადე თავი დამეღწია, მაგრამ ეს ის შეხვედრაა, სადაც შეუძლებელია ხელმისაწვდომი არ ვიყო. ახლა ორი ვარიანტი მაქვს ან ბავშვი ადრე გამოვიყვანო სკოლიდან, რომ შემდეგ შეხვედრაზე მოვასწრო წასვლა, ან გვანცას დავურეკო და... მოდით, პირველ ვარიანტს ვირჩევ. საქმეში დრო ისე გადის, ლანჩზე გასვლაც კი ვერ მოვახერხე. უკვე 4-ის ნახევარია და ვცდილობ სამსახურს თავი დავაღწიო. გზად ხან ჩემი თანაშემწე მაბრუნებ საბუთებით ხელში, ხან ჩემი რომელიღაც თანამშრომელი ყოვლად გაურკვევევლი შეკითხვებით. აი, როგორც იქნა 5_ის რაღაც წუთებია და გავაღწიე სამსახურიდან. სკოლის დირექტორს არ ვიცი, რა მიზეზს ვეუბნები, მაგრამ ბავშვი სასწრაფოდ სკოლიდან გამომყავს და დედამისთან მიმყავს. ვინაიდან ადრე მომიწია გამოყვანა, არც დავურეკე და ბავშვი პირდაპირ მის სამსახურში მივიყვანე. მგონი თათბირი ჰქონდა. ახლა იმდენად მეჩქარება სულ არ მადარდებს ის რაზე ატარებს წარდგინებას. ერთი ხელით ბარბარემიჭირავს და მეორეთი გვანცას ვანიშნებ: ბავშვი მოვიყვანე და მე ძალიან მეჩქარება. არ ვიცი, ხელს რა სიმეეტრიით ვშლი ან ვიქნებ, მაგრამ ვცდილობ გვანცას გავაგებინო, რომ ძალიან მეჩქარება. ბოლოს უკვე მოთმინების ფიალა, რომ ამევსო შევედი სათბირო ოთახში და საკმაოდ სერიოზული სახით ვამბობ:
_ ჩვენი შვილი, აქ არის.
_ კი, დევიდ ვხედავ, მაგრამ თათბირი მაქვს.
_ გვანცა, ახლა ბავშვს თუ არ დაიტოვებ თავს გადავიწვავ და მერე ამ შენობას გადავწვავ.
_ თავს თუ დაიწვავ შენობას, როგორ გადაწვავ?
_ მოკლედ, მე მივდივარ. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე უხეშად შემოგეჭერით, მაგრამ ძალიან  მეჩქარება.
_ მამა!
_ ხო, შვილო.
_ შაბათ, კაროსელებზე წამიყვან?
_ კი, შვილო აუცილებლად. საღამოს დამირეკე კარგი? მოდი ახლა, ამ გემრიელ ლოყას ვაკოცებ და მერე ჩემი შეხვედრაც კარგად ჩაივლის.მმმ, რა გემრიელია.
_ ავადმყოფი ხარ!
_ მადლობა გვანცა, არ იყო საჭირო.
  ეს რა დღე იყო? ახლა, როცა უკვე დივანზე ჩამოვჯექი და ჩემი საყვარელი გუნდის თამაშს ველოდები, ვგრძნობ რომ გადავრჩი და ცოცხალი ვარ. ხო, შეხვედრა? შეხვედრამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათი მაინც დავაგვიანე. გამიმართლა ერთ რამეში, რომ ამჯერად მშობელი ვარ და მინდა არ მინდა დრო აღარ მყოფნის. ახლა სანამ ფეხბურთი დაიწყება ჩაციებულ ლუდს მაცივრიდან გამოვიღებ და გვერდით მივიდგამ. სულ ვამბობ, როცა ფეხბურთია ზედმეტი ხალხი და პრობლემები არ მჭირდებათქო, მაგრამ ვინ მოგასვენებს? თავად დიდი პრობლემა მოდის ჩემთან. რამოდენიმე წუთის წინ ალიმ დამირეკა. მითხრა, ლუდს დავამატებ და ამოვალ. თან ისიც მოაყოლა, რომ სერიოზული საქმე აქვს ჩემთან. აი უკვე ფეხბურთელების წარდგენა დაიწყო და რეკავს კიდეც ალი კარზე ზარს.
**
_ ძმას გაუმარჯოს, როგორ ხარ?
_ მოდი ალი, შენ როგორ ხარ?
_ რავი ბიჭო, მოდი ჯერ ფეხბურთს ვუყუროთ და მერე ისეთი ამბები უნდა გითხრა შეიძლება გაგიჟდე.
_ აზრზე არ ვარ მე კიდევ რამ უნდა გამაკვირვოს, მაგრამ კარგი, ვუყუროთ ჯერ ფეხბურთს.
ე, ჩემმა გუნდმა წააგო. აი, ეს გუნდი ძალიან მიყვარს და გამიტყდა, რომ წააგეს. ჯერ ალის დაბნეული სახე არ მაკლდა და ახლა ამას ჩემიც დაემატა. რაც მოვიდა წინ და უკან დადის. ვერც ვერაფერს ამბობს, არადა ეტყობა, რომ ერთი სული აქვს თქვას.
**
_ ალი, დაჯექი და თქვი: რისი თქმა გინდა? წინ და უკან სიარულით უკვე თავბრუ დამეხვა.
_ ძმაო, არ ვიცი საიდან დავიწყო.
_ თავითან დაიწყე, თავიდან.
_ თავი, რომ არ აქვს ძმაო?
_ ალი, როგორი ჩამოუყალიბებელიც წლების წინ იყავი, ისევ ისეთი დარჩი.
_ ძმაო, ვაჭრებმა ზურა ან მართლა გამოუშვეს ან მე მეჩვენება.
_ ცოტა ხმადაბლა, ნიკემ არ მინდა გაიგოს. მიდი, აიღე შენი ქურთუკი და დავახვიოთ აქედან.
_ საით?
_ ბარში. ცოტა დავლიოთ და მომიყევი რას ბოდავ?
  ან ალი გაგიჟდა, ან მართლა მოჩვენებები დაეწყო. ზურას მკვლელობა, აქამდე ისე კარგად იყო შეფუთული შანსი არაა ვაჭრებს ის, ხელიდან გაეშვათ. არა, უბრალოდ ეს მათი პრესტიჟია. სახელს შანსი არაა არ გაიტეხავდნენ. ახლა როცა ოჯახი მაქვს და მითუმეტეს, როცა შვილი მყავს ნამდვილად არ მინდა წლების წინ დაწყებულ ქაოსსში ისევ აღმოვჩნდე. არა, ეს ნამდვილად არ მინდა. შორს არ წავსულვართ. იქვე ახლოს გადავწყვიტეთ დალევა. ცოტა წარსულიც გავიხსენეთ. ხო, ბევრი ცუდი დღეები გვახსენდება, მაგრამ კარგიც ხომ იყო არა?
_ აბა, მიდი ახლა კარგად მოყევი სად და რა ვითარებაში დაინახე ზურა?
_ ძმაო, ეგ იყო რა. ზურას ვიცნობ ბავშვობიდან. ხო, შეიძლება ზედმეტად მოწესრიგებული სამოსი ეცვა, მაგრამ მის სიარულსაც კი ვიცნობ. სანაპიროს ჯიხურთან ყავა იყიდა.
_ ალი, მომისმინე. შენც კარგად იცი, რომ ვაჭრები ზურას ხელიდან არ გაუშვებდნენ ხო?
_ კი, ძმაო ვიცი, მაგრამ იქნებ დააღწია თავი და ახლა სრულიად თავისუფალი ადამიანია. დამეხმარები?
_ რაში?
_ ზურას მოძებნაში.
_ ალი, ზურას მოძებნა არ სჭირდება და თუ მართლა თავი დააღწია ვაჭრებს ის, თვითონ მოგძებნის.
_ შენი აზრით, ვისთან მივა პირველად?
_ არ ვიცი. ალბათ, ლოგიკურად შენთან.
_ ხო, ძმაო, მაგრამ არ მოდის. ხომ გეუბნები დავინახე. შემგან 100 მეტრში იდგა.
_ მერე, ახლო რატომ არ მიხვედი?
_ მე რა ვიცი, სანამ გავიაზრე მოჩვენება იყო თუ სინამდვილე  წავიდა.
_ არა, ალი შენი გამოსწორება არ იქნება. კარგი, დამშვიდდი და დაველოდოთ მოვლენებს, როგორ განვითარდება.
  დღე ხო საერთოდ ქარიშხალს გავდა, მაგრამ აი, საღამო ნამდვილად მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. ისე სიმართლე, რომ გითხრათ ალისიც არ დაიჯერება, რადგან ვაჭრებთან გარიგების შემდეგ სულ სჯერა ზურას დაბრუნების და ახლაც მგონია, რომ ბოდავს რაღაცეებს, მაგრამ ვნახოთ არც არაფერია გამორიცხული.
  დაძინებამდე გამახსენდა, რომ ხვალ ნუცამ კასტინგზე მთხოვა მის გვერდით ვიყო. უკვე თეატრარულში ჩააბარა. ეს მისი დიდი ხნის სურვილი იყო. ხვალ ერთ-ერთ ახალგაზრულ თეატრში მიდის კასტინგზე. ძალიან ღელავს და მთხოვა გამომყევიო. როგორი საინტერესო ბავშვიც იყო, ისეთივე საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს დღესაც. დამოუკიდებელი გოგონაა. ქირით ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. მუშაობს სწრაფი კვების ობიექტში და ამასთავნე ათავსებ უნივერსიტეტსაც. რამოდენიმეჯერ შევთავაზე ფინანსური დახმარება, მაგრამ უარი მითხრა.  3_ საათამდე ჯერ სამსახურის სააქმეებს მივხედე და მერე თეატრში გავიქეცი. იქ, ერთდროულად იმდენი ჯანმრთელი და ჯანსაღი ახალგაზრდობა დამხვდა, თავი ბებერიც კი წარმოვიდგინე. ნუცას ნახვა სულ მიხარია. ნუცას კი ჩემი ნახვა. ერთი ძალიან მივიკარი გულთან და თან შენობაში მთხოვა შესვლა. ეს, ალბათ ახალი თეატრია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ახალი გარემონტებულია და ავეჯიც ახალია. სანამ ვიკითხავდი: რა ქვია თეატრს? ნუცამ ნაჩქარევად მიპასუხა ,,გლობალური თეატრი". ნუცა ყოველთვის ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო ვარ მე და ეს გადაწყვეტილებაც ჩემი საუბრებიდან გამომდინარე მიიღო. ახალა, მე როგორც ვიცი ორ მსახიობს არჩევენ როლისთვის გოგოს და ბიჭს. აი, ყოჩაღ რეჟისორს, რომ ერთ დღეში ამდენი ახალგაზრდა უნდა მიიღოს და შემდეგ მოუსმინოს. ნუცა საკმაოდ დიდი ნებისყოფით სავსე გოგონაა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვხედავ, რომ  ღელავს და ვცდილობ მეც ჩემებურად გამხნევებას.
**
_ ნუცა, დაჯექი.  შენც, შენი ძმასავით უკვე თავბრუს მახვევ.
_ დევიდ, ამბობენ რომ რეჟისორი ძალიან მკაცრია.
_ ნუცა, რანდენჯერ გითხარი სხვის ნათქვამს იქამდე ნუ დაიჯერებ, სანამ ამას საკუთარი თვალით არ ნახავ.
_ N303! ეს მე ვარ. დევით, ჩემი ნომერი გამოაცხადეს.
_ მერე რას მიყურებ? წადი და დაამტკიცე შენი მაქსიმუმი.
  შესვლამდე ისეთი თვალებით შემომხედა. მთხოვდა შემომყევიო, მაგრამ შეუძლებელია. მე ისევ გარეთ მოსაცდელში გადავწყვიტე მოცდა. ამ თამბაქოსაც დავანებე თავი და რაღაც ელექტროზე გადავედი და იმედია ამასაც მალე გადავაგდებ. ახლა უკვე არ ვიცი დრო, როგორ გავიყვანო, თან ნუცაზე ახლა მეც ვღელავ. რას იზავს? როგორ ჩაივლის მისი კასინგი? გავიდა დაახლოებით ალბათ 40 წუთი და ნუცა შემსკენ გამორბის. ,,დევიდ, დევიდ! მგონი ყვლეფერი კარგად მიდის. ხვალ კიდევ დამიბარეს". სანამ ვკითხავდი ხვალ რატომ? მალევე მიპასუხა, რომ რამოდენიმე შეირჩა და მეორე ტური ხვალ დაიგეგმა. იმედი მაქვს, კი არა დარწმუნებული ვარ ნუცა ხვალაც იდიალურად გაართმევს თავს და დარჩება თეატრში. ახლა, ისეთი ბედნიერი იყო ვერც პიცაზე ვუთხარი გადაჭრით უარი და იქიდან პიცარიაში წავედი. ნუცა, დიდ-დიდ ლუკმებს ყლაპავდა და თან აღტაცებით მიყვებოდა, როგორი იყო კასტინგი, როგორი იყო სცენა, განათება, დეკორაცია. ერთი სიტყვით ძალიან მოხიბლული იყო იმ ყველაფრით და ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ მისი ადგილი იქ არის, ,,გლობალურ თეატრში".
  ახლა ისევ ამინდია ამღვრეული. გონებასაც დასვენება და ძილი სჭირდება. ხვალ შედარებით მსუბუქი დღე მელოდება და ვფიქრობ კიდეც, რომ დასვენებას მოვახერხებ. ჩემი არეული ცხოვრება ერთი შეხედვით მაშინ დალაგდა, როცა ოჯახი შევქმენი და წყნარი მშვიდი ცხოვრება ავირჩიე. წარსული, არც ახლა მაძლევს მოსვენების უფლება, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ სახლში მელოდება მზრუნველი ცოლი და ვიცი, რომ კვირაში ორი დღე უნდა დავუთმო ჩემს შვილს. ზოგჯერ, როცა დრო მაქვს უქმეებსაც ერთად ვატარებთ მე და ბარბარე. ამ შაბათსაც დავპირდი კაროსელებს და იმედი მაქვს არაფერი გამომიჩნდება ისეთი, რომ ბავშვის წაყვანა ვერ მოვახერხო.  აი, უკვე სარამოს  9_საათია. ვიფიქრე, ტელევიზორს მოვწყდები და დასაძინებლად წავალთქო, მაგრამ ტელეფონზე ზარია. გვანცა მირეკავს. საინტერესოა გვანცას ასეთ დროს რა უნდა, მაგრამ თუ არ ვუპასუხე კი არ გაჩერდება. ბევრი არაფერი უთქვამს უბრალოდ შეხვედრის ადგილი და დრო მითხრა.
N118
_ მისის ჰელენ, ეს შეძლებელია!
_ რა არის გვანცა შეუძლებელი?
_ ახალ ეპიზოდში, დევიდს ცოლი ჰყავს და ჩემ შვილს, მაშინ ვერ წაიყვანს, როცა მას მოესურვება.
_ გვანცა, ნუ გავიწყდება, რომ ბარბარე ჩემი შვილიც არის.
_ დევიდ, შენ სხვა გყავს!
_ გვანცა, ახლა ხომ ხვდები, რომ ამაზე საუბარს აღარ აქვს?
_ საკმარისია! ახლა ან ერთმანეთს დააცადეთ საუბარი ან დატოვეთ აქაურობა.
_ მისის ჰელენ, არ მომწონს ეს სცენარი. დააბრუნე დევიდი, როგორც ქალღმერთზე შეყვარებული კაცი.
_ აუ, რა ეგოისტი ხარ! მისის ჰელენ, არაფერი არ შეცვალოთ. მე მომწონს ჩემი სტაბილური ცხოვრება.
_ დევიდ, შენ მე გიყვარვარ გესმის?! მთელი ცხოვრება მე გეყვარები და ის ვიღაც... მოიცადეთ, რა ქვია?
_ ნიკე.
_ ხო, ნიკე დროებიათია შენთვის.
_ გვანცა, ხომ ხვდები ახლა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო ბოლოს მაინც ისე გაგძელდება ყველაფერი, როგორც თქვენს სცენარში წერია.
_ მესმის მისის ჰელენ, მაგრამ ეს უსამათლობაა.
_ საინტერესოა, მაშინ ერთ  შეკითხვაზე მიპასუხე განებივრებულო ქალბატონო: მაშინ არ იყო უსამართლობა, როცა უკვე ორჯერ იქორწინე კაცზე, მაშინ, როცა ჩემზე უბრალოდ გიჟდებოდი. ეს არ იყო უსამართლობა?
- ესაც მისის ჰელენის სცენარია.
_ კი, ეგრა და ახლაც კეთილი ინებე და შეეგუე ამ სცენარს.
_ თუ შეიძლება დამტოვეთ. ჩემთან უკვე ღამის 1 საათია და დასვენება მჭირდება.
_ გამატარე!
_ გაიარე!


გაგრძელება იქნება!
 

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები