ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2022


* * *

გული დალევს განილევს-
დაივიწყებს გული,
როგორ კრეფდი ყვავილებს,
წნავდი თაიგულებს,
დაეძებდი გასაღებს-
ცისკარებს რომ აღებს,
თუ იყო მტრის ნასახი -
შლიდი ბაირაღებს.
ცა უღრუბლო, ვანილის,
დათქვი ,დაიგულე;
როცა კრეფდი ყვავილებს,
წნავდი თაიგულებს,
გულსაბნევი გეკეთა,
შორიდანაც ჩანდა.
ახლა წვრილი ხელკეტი,
სათვალე და ჩანთა,
მისამართი კლინიკის,
ძველი სახლის ახლოს-
სადაც ყიდნენ ფინიკებს,
წვიმა რეცხავს დახლებს.

ძველი უბნის მხრიდან კი,
მოაბიჯებს გორკით,
მოღუნული იდაყვით,
გატეხილი ქოლგით,
კაცი, ძველი ყაიდის
და მოძულე ახლის,
კაცი, ცუდი ამინდის,
გადამკიდე ძაღლის,
რძით და შვილის დეპეშით,
ძლივს, ტაატით, ნელა...
იმ უხსოვარ დღეებში,
შენსავით რომ ველად
კრეფდა ცისფერ ყვავილებს,
წნავდა თაიგულებს,
მაგრამ გული განილევს,
დაივიწყებს გული...

გული, გული , ღმერთმანი,
ოღონდ გული არა!
ჩაუარონ ერთმანეთს,
როგორც ჩაიარა,
რაც იყო და ეღირსათ,
არამად და წილად,
ყვავილების კრეფისა
უხსოვარი დილა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები