ხელი გველია- კანს იცვლის და ხელიც გველია, ჩემო ანუნა, ჩემო ეა, ჩემო ნამთარო! თეთრ ლაზარეთში, საწოლები რკინის გველიან და წვიმის წყალი დგება სულში, როგორც ზამთარი.
მე უჭიქობის სახლი ვარ და სახლის ამავე კარებში სიტყვა დამაწიე, სულზე მოსწრების. ხომ ხედავ ,როგორ არ მიშვებენ, როგორ მწამლავენ?! გამომხმარ კანზე ამოსული ჩემი მონსტრები.
ცეცხლთან თამაში ჩვენც გვიყვარდა და ჩვენც წავაგეთ, ასეთს კი, ალბათ, მეგობარიც ვეღარ აგიტანს. შენ ჩვევად გექცა დილაობით ყავა სამმაგი და ვეღარ იტან ახლა სტუმრებს, გაშლილ მაგიდას.
გულზე მომადე ყვავილების ცხელი კონა და აამზეურე ხალიჩები, სტავრა-ნახლები. როგორ გვინდოდა სხვენიანი სახლი გვქონოდა, მაგრამ სად იყო მაშინ სახლები, ჩვენ რომ გვიყვარდა, ჩვენ რომ გვწამდა, ჩვენ რომ გვჯეროდა... ჩემო ანუნა, ჩემო ეა, ჩემო ნამთარო! ახლა მილაგებ წასასვლელად მძიმე ჩემოდანს და წვიმის წყალი დგება სულში, როგორც ზამთარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რა კარგია.:) რა კარგია.:)
1. მე უჭიქობის სახლი ვარ და სახლის ამავე კარებში სიტყვა დამაწიე, სულზე მოსწრების. ხომ ხედავ ,როგორ არ მიშვებენ, როგორ მწამლავენ?! გამომხმარ კანზე ამოსული ჩემი მონსტრები. +5 მე უჭიქობის სახლი ვარ და სახლის ამავე კარებში სიტყვა დამაწიე, სულზე მოსწრების. ხომ ხედავ ,როგორ არ მიშვებენ, როგორ მწამლავენ?! გამომხმარ კანზე ამოსული ჩემი მონსტრები. +5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|