ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2022


წმინდა გიორგის!

სამას სამოცდახუთი ტაძარი,
სამლოცველო და ნიში გიშენეთ.
უხვად შევამკეთ, არ დავიშურეთ
ოქრო-ვერცხლი და სადაფ-გიშერი.

შენი სახელი ყოველ მესამე
ვაჟს დავარქვით და ღვთის სჯულზე ვნათლეთ.
დღემდე, გიორგით, შენი კვნესა მე,
გვიხსენიებენ უცხონი ქართველთ.

მაგრამ, აბა, დღეს ვართ კი გიორგნი?!
თუ მეტად ვგავართ დიოკლეტიანს?!
კიდევ შემოგვრჩნენ არწივნი, ორბნი,
თუ ყვავ-ყორანი უფრო მეტია?!

კეისრის გვირგვინს დღეს ვინმე გაცვლის
შარავანდედზე ქრისტეს მოწამის?
აქვს ვინმეს რწმენა თუნდ მდოგვის მარცვლის?
თუ ყველაფერი, ეს, დრომ მოჭამა?!
...
სამასსამოცდახუთი ტაძარი,
სამლოცველო და ნიში გიშენეთ.
წმინდაო, მთელი ზეცა აღძარი
და ვით დიდგორში, დღესაც გვიშველე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები