ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
29 ოქტომბერი, 2022


ლოცვა - მამაო ჩვენო / ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის/

     
      გავიხსენოთ, ყველაზე ცნობილი ლოცვა, რომელიც ქრისტემ გვასწავლა და რომელიც
      ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.

      იესო ასე გვარიგებს:
      „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში
      მყოფი შენი მამისადმი.“ /მათე 6:6ა/
     
                                                            -----
      „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყოს სახელი შენი;
      მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
      პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
      და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ
      ჩვენთა;
      და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. რამეთუ შენი
      არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ.“
      /მათე 6:9-13/


      „მამაო ჩვენო“ - პირველად ბიბლიაში /ძველი და ახალი აღთქმა/ ღმერთი,
                                  შემოქმედი, უფალი მოხსენებულია არა მხოლოდ მამა
                                  ღმერთად, არა მხოლოდ იესოს მამად, არამედ მთელი
                                  კაცობრიობის მამად. იესომ მოგვცა უფლება მივმართოთ მას და
                                  ვუწოდოთ მამა, რადგან ის არის ჩვენი უზენაესი მშობელი,
                                  ჩვენი დამბადებელი.

      „ რომელი ხარ ცათა შინა“ - ღმერთი მთელ სამყაროშია. ჩვენ ვხედავთ ამ
                                  სამყაროს მხოლოდ ნაწილს და ვუწოდებთ მას ცას. იესო
                                  ყოველთვის ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე საუბრობდა,
                                  იგავებით, საყოფაცხოვრებო მომენტებით, ჩვეული გარემოთი
                                  უხსნიდა მათ ჭეშმარიტებებს. ამ შემთხვევაშიც
                                  ჩვენთვის ხილული და გასაგები ცა დაგვისახელა, როგორც მთელი
                                  სამყაროს გამოხატულება.

      „ წმინდა იყოს სახელი შენი“ - იესო აყალიბებს მესამე მცნებაში გადმოცებულ
                                  ჭეშმარიტებას, რომ ღმერთის სახელი წმინდაა და მისი უქმად, ფუჭად
                                  წარმოთქმა არ შეიძლება.

      „ მოვიდეს სუფევა შენი და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა
                                  ზედა“ - ძალიან საინტერესო სიტყვებია, რადგან ლუციფერი და
                                  დემონები ჩამოგდებულ იქნენ დედამიწაზე,  ამიტომ ძალიან
                                  მნიშვნელოვანია ღმერთის სუფევა/ყოფნა და ნება დედამიწაზე
                                  ისევე, როგორც მთელ სამყაროში.

      „ პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“ - პური, როგორც საარსებო საშუალება
                                  და თანაც „მოგვეც ჩვენ დღეს“. ანუ იესოს ჭეშმარიტება, რომ
                                  ყოველ დღეს თავისი საზრუნავი აქვს.

      „ და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ
                                  თანამდებთა მათ ჩვენთა“ -  ამ ლოცვაში ეს ერთადერთი პირობაა
                                    ჩადებული:
                                    „ვინაიდან თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს,
                                    თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
                                    ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს,
                                    არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.“ მათე 14-15
                                    ისევე როგორც ერთადერთი პირობაა ათ მცნებაში, კერძოდ კი 
                                    „პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, რათა გაგრძელდნენ 
                                    დღენი შენი დედამიწაზე“ გამოსვლა 20:12
                                    აქვე გავიხსენოთ, რომ პირველი ოთხი მცნება ღმერთს ეხება და
                                    ამ ოთხის მომდევნო, მეხუთე მცნება კი მშობლების პატივისცემას, იმდენად
                                    მნიშვნელოვანია მშობლების თანადგომა.

      „ და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა“ - ესე იგი ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, ცოდვაში,
                                    შეცდომაში.

      „ არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ - გვიხსენი, გაგვარიდე ჩვენ მაცდურს.

      „ რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ“ - ესე იგი
                                      ღმერთი და მისი არსებობა, სუფევა მარადიულია, მთელი
                                      ძალაუფლება მის ხელშია და დიდებაც მხოლოდ მას ეკუთვნის.

      „ ამინ“ -                ძველი ქართული ფორმებია: „ამენ“ /ლათინურიდან/ და „იყავნ,
                                      იყავნ“. ამენ იგივეა, რაც აღსრულდეს, ჭეშმარიტად, ნამდვილად.

           
                  მზია თვალაბეიშვილი
                  2021 წელი


განთავსდა 2022 წლის ოქტომბრის თვის თავფურცელზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები