ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2022


მარტივი ხედვა

შენი პრობლემაო, -მოგაძახა
დრომ და გაუღიმა პრაგმატულებს.
დარდი თავშესაფარს თვითონ ნახავს,
ხოდა, ფიქრებს ნუღარ გაართულებ...
შექმნა გულგრილობამ გულაგები,
გულთან მისატანი -„არაფერი“...
ბიჭებს სადარდებელს „ულაგებენ“
მწიფე თავთავები კანაფების...
სიტყვა აღარ ისმის ფაიზაღი,
ირგვლივ ზეიმია თვალთმაქცობის!
შენაც რითი ვეღარ გაიზარდე,
თორემ სათქმელს აღარ განავრცობდი...
ისეთ ასეთების მითქმა-მოთქმა,
ჭორზე აგებული სინამდვილე...
თუმცა, არ ახალი, კაცმა რომ თქვას,
წუხილს „დაკიდებით“ იადვილებ!
თითქოს არაფერი ისეთები,
ღირდეს ამბად შეკრას ნარატივმა.
გულის თვალებით რომ იხედები,
არ ღირს, რადგან „ხედვა“ გამარტივდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს