 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პროზა 26 მაისი, 2022 |
სახლში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. სანამ უფროსმა შვილიშვილმა კარი გააღო და საქმეში გაერკვა, მისაღებში უმცროსმა შემოირბინა , ხელში სათამაშო მანქანით.
- ვუუუუ, ვუუუ... იიი. გიო, პოლიცია მოვიდა, უნდა დაგიჭიროს.
- არ დამიჭერს, ნუ გეშინია. გამატარე, ვნახოთ ერთი რა უნდა.
- დაგიჭერს, ორი პოლიციაა, მოგერევა. - მომენტალურად შეჭმუხნა ცხვირი, ისედაც კოპებშეყრილმა პატარამ. მერე ისევ გამოიდარა და გააგრძელა თამაში.
გიორგი პოლიციელებთან განმარტოვდა. დაახლოვებით ნახევარი საათის შემდეგ გაისტუმრა და მისაღებში შემობრუნდა. მხრები აიჩეჩა, ხელის მტევნები გადაატრიალ-გადმოატრიალა, ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა, წარბები შუბლისკენ აზიდა, თავი დახარა , რომ სათვალის ზემოდან გამოეხედა და მიიღო გამომეტყველება: "ჰა, ახლა, მკითხეთ რა მოხდა?!"
- რა მოხდა მამა? - ხმა ამოიღო ქალიშვილმა.
- არც კი ვიცი რა ვთქვა. მგონი რაღაც შეცდომაა. დედაშენის გვარი და სახელი ემთხვევა, მამის სახელიც, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, გარდაცვალების თარიღი... - ისევ აიჩეჩა მხრები და გაასავსავა ხელის მტევნები გიორგიმ....
- არადა ყველაფერი ემთხვევა... და რაღაც გამოძიება დაიწყოო, ანდერძის მიხედვით გული ამოუღიათ. ოღონდ რა გული? ვერ გავიგე, არავის ხელი არ უხლია, არც გაუკვეთიათ და არც არაფერი.
- რაო? - იკითხა გაკვირვებულმა ქალიშვილმა.
- გამოძიება დაიწყოო. იმის გამო, რომ ეს გული სანაგვეში უპოვნიათ სადღაც საბურთალოზე.
- მოიცა, მამა, წესიერად ამიხსენი რა მოხდა. ვერაფერი გავიგე. ვისი გული უპოვნიათ სანაგვეში? - თმას წაატანა ხელი ქალიშვილმა, მოიძრო თმის სამაგრი და ხელახლა გაკეთება დაიწყო.
- ვერც მე გავიგე ვერაფერი, გული, რომელიც ვითომ ანდერძით დაუტოვა დედაშენმა ვიღაცას, უპოვიათ სანაგვეში.
- ვინ ვიღაცას? ნუ გადამრიე.
- არ თქვეს სახელი და გვარი. ალბათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
- კი მაგრამ, რანაირად იპოვნიდნენ, არავის ხელი არ უხლია მისი გულისთვის?
- არ ვიცი, ნოტარიუსში ანდერძია, საქმე გამოძიებაში, ჩვენ დაბარებულები საბურთალოს რაიონის პოლიციაში... გავერკვევით... მგონი რაღაც გაუგებრობაა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იძაბება სიტუაცია :) ოღონდ ნამეტანი მოკლე ნაწილებია ამ ნაწილისხელა მინიმუმ სამი უნდა იყოს ერთად დადებული, ოღონდ არ მითხრათ საიდან მოვიტანოო
ჰა, კიდევ წინსწრებით ვწერ 5-ს, თუმცა სახუთიანო ჯერ არაფერია გარდა რაღაც საინტერესო და უცნაური სურნელისა
წარმატებები იძაბება სიტუაცია :) ოღონდ ნამეტანი მოკლე ნაწილებია ამ ნაწილისხელა მინიმუმ სამი უნდა იყოს ერთად დადებული, ოღონდ არ მითხრათ საიდან მოვიტანოო
ჰა, კიდევ წინსწრებით ვწერ 5-ს, თუმცა სახუთიანო ჯერ არაფერია გარდა რაღაც საინტერესო და უცნაური სურნელისა
წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|