| ავტორი: ნიკე... ჟანრი: პროზა 29 მაისი, 2022 |
"We are the champions, my friends And we'll keep on fighting till the end We are the champions, we are the champions No time for losers, 'cause we are the champions of the world"- გაისმა ტელეფონის ზარი.
მარიამმა პირსახოცი მოიხსნა თავიდან, მხრებზე მოიფინა და დაწვდა ტელეფონს საპასუხოდ.
- გამარჯობა, მარიამი ბრძანდებით?
- დიახ, მარიამი ვარ, რომელი ხარ?
- მე იმედის ჟურნალისტი ვარ, გადაცემა "მოყვითალო ლურჯი"-დან, ცისანა გულიაშვილი.
- გისმენთ, რა გნებავთ?
- თქვენი ოჯახის ცნობილი ამბის შესახებ, გამოძიებას ვგულისხმობ, დეტალების დაზუსტება გვინდოდა თქვენთან.
- რა დეტალების?
- განსხვავებული სიყვარულის ისტორიაა. ჩვენ გადაცემას ვამზადებთ გახმაურებულ, არაორდინალურ, მაყურებლისთვის საინტერესო სასიყვარულო ისტორიებზე და გვსურს ერთ ამბად ...
- უკაცრავად, რა სიყვარულის ისტორია? - შეაწყვეტინა თანამოსაუბრეს მარიამმა. - საიდან მოიტანეთ? საიდან ასეთი თავხედობა, რა სახელებს არქმევთ თვითნებურად ? იქნებ შურისძიების ამბავი იყო სულაც? თქვენ რა იცით?
- ეს უფრო საინტერესოა, - არ დაიბნა ცისანა, - თუ ისურვებთ თავად მობრძანდით ჩაწერაზე, ვისაუბროთ, რა იყო ეს? მგონი შურისძიებას არანაკლები სიყვარუის სარჩული უდევს, არ მეთანხმებით?
- მე რას ვფიქრობ ჩემი საქმეა, თქვენ ვერანაირად ვერ გეთანხმებით და აღარ დამირეკოთ თუ შეიძლება.
- გასაგებია თქვენი პოზიცია, აბსოლუტურად გასაგებია. უბრალოდ კარგი იქნებოდა სტუდიაში თქვენი ყოფნაც, რადგან იმ ცნობილი ანდერძის ადრესატი სავარაუდოდ მიიღებს მონაწილეობას გადაცემაში. ახლა დეტალები ზუსტდება.
- აღარ დამირეკოთ-მეთქი, გასაგებად გითხარით. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას იზამს, იმაში კი დარწმუნებული ვარ, სიყვარული თუ ურევია საქმეში, დედაჩემი არც ერთ შემთხვევაში არ შეიყვარებდა ტუტუცს, რომელიც რომელიღაც ყვითელ შოუში წატანტალდებოდა და იტლიკინებდა. აქედანაც ჩანს რომ არანაირ სიყვარულზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი და დამთავრდა.
- კარგით, თქვენ შურისძიება ახსენეთ და, მაშინ რაშია საქმე?....
მარიამმა ტელეფონი გათიშა და იქვე, სავარძელზე მიაგდო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაღაც საინტერესო მიდის რაღაც საინტერესო მიდის
|
|
მონაცემები არ არის |
|
|