| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 25 მაისი, 2022 |
მითხარი რამე, ხმა გამეცი, გამეცი-მეთქი, კი არ გეძახი, კი არ გიხმობ, მინდიხარ კი არ, უბრალოდ წასვლა გადავწყვიტე და ის რაც ვერ ვთქვი, დამრჩა სხეულში კარებით და ფანრჯრებით ღია სახლივით, რომლის სიბნელეშიც იმსხვრევა შუქი...
ავიყვან ხელში საკუთარ თავს და ვივლი ასე, კითხვაზე: ვინმე თუ მჭირდება? ვპასუხობ: არას, დავდივარ ერთი ფეხსაცმლით და ქურთუკიც ტანზე მახმება თითქმის იმ ქარივით, რომელიც ახლა, აცვია ქუჩებს, ეზოებს და მომაკვდავ სახლებს...
არაფერს არ ვგრძნობ, სულ მარტო ვარ, ყველასგან შორი, თვითონაც ვიცი კარგად ვხდები შენგანაც შორს ვარ. მთავარი უკვე მომხდარია და გზაა ორი, ორი კი არა ერთია და გაიყო ორად როგორც ამბავი მაგალითად: მცდარი და სწორი...
ერთმანეთს სადმე რომ შევხდებით მიხვდები სხვა ვარ სულ სხვა იმისგან, შენ როგორსაც მიცნოდბდი ადრე...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძაან პირადულია. ძაან პირადულია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|