ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2022


გაიარე და წინ დაგხვდა

ეს მაშინ ვიყავ, როცა მსურდა ჩემში ჩახედვა,
ახლა ვიცი, შიგნით დიდი რკინის კარია.
არ გაიღება, დახურული სწორად არ არის,
გასაღებების ასხმა დავკარგე სხვებისთვის,
მხოლოდ მისთვისაც გულის გარე ფასადებს ვკემსავ.
შევაკოწიწო არაფრიდან წამოსული განიავებული ქვიშის ზვინი,
დუღაბი მან უნდა იშოვოს,
მთლად არ გაიცრას მის კვამლში
თვალთახედვის ბურუსი.
იყო თუ იქნება რაც ასე მინდოდა,
მინდა თუ არა კიდევ, რაც უნდა იყოს.
ეს დამწვრობაზე დაწუწული წებოს სიცხეა,
ტემპერატურა ალღობს, იწებებს სინამდვილეს,
გაუციებელ ორთქლს ვსუნთქავ და ოხვრებიან
გულსამოყოლილ ოხშივარად ნეტები დამდევს,
ნეტავ ყიფილიყო სხვანაირად!
ნეტები წარსულს არ უხდება.
ნეტა იყავი და ნუ ხარ, თუ არ გინდა,
არც ნეტა იქნებოდა უნეტარო.
ახლა კიდობანი ხარ, აჯამებ ყველა ცხოველს,
რაც შენში ჯოგობს.
იტან სიმყრალეში ცხოველურ ლპობას,
როგორ აღზევდი და გადაილახე
ადამიანურიდან დაბალ შეგრძნებამდე.
გაიარე და წინ დაგხვდა, შენი განვლილი მსხვერპლი.
ყველას ხელი გაუწოდე, გზა გაუკვალე,
გაიარე და წინ დაგხვდა,
ამიტომაც გზებია მრავალი
შენ გაიყვანე, გაზარდე მისამართები
შეაკეთე ბუდეები და მერცხლები დააფრინე,
რადგან რაც გააკეთე, წინ დაგხვდა,
გაიარე და წინ დაგხვდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს