ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნონესთ
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2022


* * *

ეზოში ვართ, კედელზე ხარ მიყრდნობილი, ტუჩებს შორის სიგარეტი გაქვს მოქცეული და თვალებდახუჭული ჩემს ნაჩვენებ მუსიკას უსმენ. გუშინ ვიპოვე, მთელი ღამე არ მეძინა და ვუსმენდი, თან მხოლოდ შენი სახე მედგა წინ.
გიყურებ თვალებდახუჭული როგორ არტყამ ნაპასს, თავს უკან აგდებ და ხელებს დაბლა უშვებ და ყველა ნათურა მენთება გონებაში.
სიმღერა უკვე ბოლოში გადის, შენი სიგარეტის ღერიც ლამისაა ჩაიწვას. თვალებს ახელ და ღიმილიანი მიყურებ. რამდენი რამ მემართება, მაგრამ არაფრის თქმა შემიძლია. თქმა კი არა, ამოსუნთქვაც არ შემიძლია.
ბოლო ნაპასსაც არტყამ და ყურსასმენებს იხსნი: “ძალიან ლამაზია”.
ეზოში ვართ, სექტემბერია, შენ კი საახალწლო ნათურები მომიტანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს