ვერაფერი შეედრება შიშველი ტერფებით, იდგე ხმელი მუხისა და წიფლის ტოტებით დატვირთულ ურემზე, რომელსაც პაპა მიაგორებს მარჯვე ხელებით, შენ კი ცეკვა-ცეკვით ჩამოგქონდეს და ხელის გულებში მალავდე მზეს... ასეთ დროს, არაფერია შეუძლებელი... თუ გაწვიმდება, ეგეც არაფერი. მუჭში მოიგროვებ და პატარა გუბურაში ჩაღვრი წვიმას, მერე გადმოიხედები ურმიდან და კარგი ახლობელივით მიესალმები ხელის აწევით მასში არეკლილ ღრუბლების ფთილას. ურემი რომ თავქვე დაეშვება, თვალებს თუ დახუჭავ და ხელებს გაშლი, იგრძნობ, რომ დაფრინავ... მერე შეიძლება ყველაფერზე იოცნებო, რაზეც გაგიხარდება, იხმობ, ეტრფი და ეკეკლუცები სიყვარულს, არც ის დაგრჩება ვალში და მთელს სხეულზე სუროსავით მოგედება... მიჰქრი და თან მარადმწვანე ნაძვის ვებერთელა ხეებზე, ოქროსფერი რკალებით ფერად-ფერად ბურთებს ჰკიდებ. არაფერი გედარდება, არაფერი გეფიქრება... და ამ დროს ისმის ბებოს ტკბილი ხმა: -ფრთხილად იყავით ურემზე, ეგრეც ნუ ენდობით პაპათქვენს, არ ჩამოვარდეთ, ან ხიწვი არ შეგესოთ... და პაპაც იმწამსვე ჩვენკენ იცქირება. ჩვენ კი სულაც არ გვეშინია, იმიტომ რომ პაპა ჩვენი ღმერთია, მერე ურმის სახელურს ჩაფრენილი პაპის ხელებისკენ ვაპარებთ მზერას და უფრო არ გვეშინია! ვხვდებით რომ ბებიამ იხუმრა. კვლავ ვხუჭავთ თვალებს და ხელებგაშლილი ვაგრძელებთ ფრენას.... ბუტბუტებს ბებო:- "თქვენი მამიკო რომ გავაჩინე, ტკივილისაგან სული მძვრებოდა, ყველა ძვალი, ყველა რბილი ერთად მტკიოდა, ვეღარ ვცნობდი ვერც სხვას ვერც საკუთარ თავს, სული მძვრებოდა და თან ბავშვობის მოგონებები მახსენდებოდა..." მის სიტყვებს ქარი ჰაერში ფანტავს, მერე ერთად კრავს და იდუმალებით ჩვენამდე მოაქვს...
ვერაფერი შეედრება იდგე ურემზე, თან ცეკვა-ცეკვით ჩამოგქონდეს და ხელის გულებში მალავდე მზეს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რენუარი, უღრმესი მადლობა. ნამდვილად ახალია, პირველად აქ გამოვაქვეყნე .მიხარია თუ მოგეწონათ. რენუარი, უღრმესი მადლობა. ნამდვილად ახალია, პირველად აქ გამოვაქვეყნე .მიხარია თუ მოგეწონათ.
4. რენუარი, უღრმესი მადლობა. ნამდვილად ახალია, პირველად აქ გამოვაქვეყნე ????♥️ მიხარია თუ მოგეწონათ. რენუარი, უღრმესი მადლობა. ნამდვილად ახალია, პირველად აქ გამოვაქვეყნე ????♥️ მიხარია თუ მოგეწონათ.
3. მართლა კარგი იყო, განწყობა შექმნა:) სიყვარული ტანზე სუროსავით მოგედებაო...ჰჰმ! ახალია, მე არსად წამიკითხავს! ყოჩაღ! მართლა კარგი იყო, განწყობა შექმნა:) სიყვარული ტანზე სუროსავით მოგედებაო...ჰჰმ! ახალია, მე არსად წამიკითხავს! ყოჩაღ!
2. დიდი მადლობა...
დიდი მადლობა...
1. ვერაფერი შეედრება იდგე ურემზე, თან ცეკვა-ცეკვით ჩამოგქონდეს და ხელის გულებში მალავდე მზეს...
მშვენიერია. ვერაფერი შეედრება იდგე ურემზე, თან ცეკვა-ცეკვით ჩამოგქონდეს და ხელის გულებში მალავდე მზეს...
მშვენიერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|