ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემილი1999
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ივნისი, 2022


გაორება

ღამით ვერანდაზე, გერანი ცეკვავს,
ანტიკვარული კანდელაბრი, ხმაურით ეცემა,
დგახარ შუა ცენტრში, თითქოს წრეწირის
და ხედავ, ქარის აკლიმატიზაციას
რომ დიუნებმა, ის მიატოვეს და პარაზიტი გახდნენ გირლანდას.
იცი, კოლიზია და ლეთარგია თავს არ განებებს.
სარკე ერთობა, შენი ბიუსტით,
შემდეგ იმსხვრევა, უხმოდ თავისით.
ეძებ ამულეტს, რომელიც ფიქცია_აბსურდია,
ანტიპათია ერთხელ გქონდა, უკვე დაკარგე.
გჭირს აგონია, ითხოვ პანაცეას,
წინ გიდევს ნექტარი, ერთი პირობით,
თუ ხორცს დატოვებ, თავის მშობელთან.
ხედავ პანაგიას, მარტო აღარ ხარ,
გრძნობა სინანული, გრჩება სამუდამოდ.

მ.დ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს