ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2022


საშუალო ლექსი



დაიძახეს.
სახელით იმდენჯერ უხსენებიათ,
რამდენჯერ დაღამებასაც შეგვიძლია გამოვაკლოთ არასრული გათენება
თავისი აღმართ-დაღმართებით.
სად მოვკალათდი რომ გამერკვია,
ჯერ ხის კოვზის უსწორმასწორო ტარზე უნდა მეძებნა შვება,
მერე ამ კოვზით ვინმეს პირამდე
ამბავივით მიმეტანა რამე ისეთი
სითხე, რომელიც დანამავდა ენის არდიგარდმო დაუდევრობას,
კოვზის გალოკვას ვინ თაკილობს ამხილოს თავი,
განსაკუთრებით როცა პირი სავსეა სიტყვით
და იქიდან გადმოდის ღრენა.
გაიღიმეთ, დღეს შეგიძლიათ იორჭოფოთ.
დაბანილი ხელის თითებში მოქცეულ კოვზზე გრძელდება ფიქრი.
,,ხელებიც დამიბანია’’- დან დაწყებულ ამბავს სათავე იქ აქვს,
საიდანაც მოდის ამბავი
ჯვარზე გაკრულ ღმერთსა და კაცზე,
ძმრით ტუჩების დამსველებელზე,
ჭექა -ქუხილით დათრგუნულებზე,
მიმდევრებსა და განდევნილებზე.
უშეცდომო სინოპტიკოსი არ არსებობს.
ახლა ყველა საკუთარი მოტეხილობის იმედად არის,
ამინდის შეცვლას რომ ვერ გამოაპარებ.
ძვირფასი წამები იზოგება გადასარევად.
ვბრუნდები უკან.
არის რაღაც ისეთი გამონაკლისი,
მოსამზადებელ სამუშაოს რომ არ ექვემდებარება
- მომენტის ქცევა.
არა თუ ვინმე, საკუთარი თავიც არ გახსოვს ხანდახან
და რა არის ეს?
უარყოფის გამბედაობა
თუ უარყოფილის გამოფხიზლება?
ან რა გამოვა ერთი მომაკვდინებელი იარაღის ირგვლივ პირს თუ შევკრავთ.
იმ შუბს ლაპარაკი რომ შეძლებოდა,
არაერთ სხეულში დაუპატიჟებელი სტუმარივით აღმოჩენილს,
მოგვიყვებოდა როგორ განიწმინდა ბოლო ნაბიჯით.
ბოლო სხეულის ფერდში შეძრომა შეაძრწუნებდა.
არაფრის გემოთი გამორჩეული სისხლი მოუთხუპნიდა მახვილ თავსა და ტარს.
მერე კი გაახსენდებოდა,
ცოდვათა შორის არჩევანი
გამხელილის სასარგებლოდ რომ უნდა გაკეთდეს,
ჩვენც იგივეს გვირჩევდა…
მაშინ კი როცა გამოქვაბულისკენ გაემართა ხალხის ნაწილი,
უშველებელი ლოდით ჩახერგილმა გამოსასვლელმა
დაამთქნარა,
გაიზმორა და
ამოასლოკინა საზარელი სიცარიელე,
რომელსაც დღემდე ისე ვტკეპნით ერთმანეთში,
როგორც ექსტრემისტულ თავისუფლებას,
როგორც ურჩობის შემაკავებელს,
როგორც მოპოვებულ გარდაუვალობას.
მოიხედე აქეთ,
ჩვენ ერთმანეთი დაგვეშალა
და თვალთმაქცობით უიმედო პაციენტებს დავემსგავსეთ.

10 მაისი 2022 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს