 | ავტორი: ციმციმა ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2022 |
რომელი ლექსი დაგაბრუნებს, რომელი მეტაფორა მოგილბობს გულს, რომელი შედარება? რომელი რითმა დაგაფიქრებს ჩემზე? არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, დავბოდიალობ ვერლიბრის ტყეში დაობლებული ნუკრივით, მაკრთობს რიტმიდან ამოვარდნილი მარცვლები, კენჭებივით რომ ისხლიტავს სტრიქონები და ეშინია შვლის ნუკრსაც... რომელი ლექსი დაგაბრუნებს, რომელი ფრაზა მოგილბობს გულს, ჩემო უკარება ქარიშხალო, უმკაცრესო სიშორევ და მისჯილო უსიტყვობავ. ალბათ ადრეც უწერიათ შენზე. უწერია მას, ვისი სახებაც ისევ შენშია , გიყვარდა , მე სიყვარული არ მინდოდა მე მინდოდა მეგობრობის მაგვარი სიახლოვე. ვერ გამიგე და გამრიყე შენგან, კეთროვანივით მომიძულე, ვზივარ ახლა და ვმკითხაობ, რომელი ლექსი დაგაბრუნებს, დავხეტიალობ ვერლიბრის ტყეში (მძულს ვერლიბრები) ვერლიბრს მაშინ ვწერ, როცა სუნთქვა არ შემიძლია თუ არ დავწერე, ვერლიბრს მაშინ ვწერ, როცა სიკეთე ჩემში ცოტავდება და ჯოჯოხეთის უფსკრულს ჩავცქერი. და როცა ამ უფსკრულზე უფრო ღრმა ხარ და საერთოდ არ გინდა ჩემთან, ვწერ და ვფიქრობ დაგაბრუნებს კი ლექსები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა, ვინც წაიკითხა. მადლობა, ვინც წაიკითხა.
6. გამიხარდა ციმციმას გამოჩენა, საინტერესო ავტორია. წარმატებები! გამიხარდა ციმციმას გამოჩენა, საინტერესო ავტორია. წარმატებები!
5. მაშინ ვწერ, როცა სუნთქვა არ შემიძლია :) კარგია :)) 3+ მაშინ ვწერ, როცა სუნთქვა არ შემიძლია :) კარგია :)) 3+
4. და რომელი ლექსი ლექსის ნაირსახეობს არ გულისხმობს, კონკრეტულ ლექსს გულისხმობს, იმიტომ, რომ ბევრი ლექსი იყო ამ ლექსამდე... და რომელი ლექსი ლექსის ნაირსახეობს არ გულისხმობს, კონკრეტულ ლექსს გულისხმობს, იმიტომ, რომ ბევრი ლექსი იყო ამ ლექსამდე...
3. მუხა, მე და შენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს. არც წაუკითხვს ეს ლექსი ჯერ იმ ადამიანს. მუხა, მე და შენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს. არც წაუკითხვს ეს ლექსი ჯერ იმ ადამიანს.
2. ცნობილია, რომ არსებობს ძველისძველი კამათი თეთრი ლექსის, რითმიანის თუ ვერლიბრის უპირატესობათა შესახებ, მეც ვერლიბრი არ მიყვარს, ლექსები მხოლოდ გარითმული მიყვარ წერ (მძულს ვერლიბრები) ბერძნული და ლათინური პოეზიაც არ ცნობს რითმას, თავისი კლასიკური გაგებით, შექსპირიც ხშირად წერდა ურითმოდ ამიტომ ნუღარ მკითხაობ მჯერა ეს ვერლიბრი ლექსი დააბრუნებს იმას ვისი დაბრუნების სურვილი გაქვს. ცნობილია, რომ არსებობს ძველისძველი კამათი თეთრი ლექსის, რითმიანის თუ ვერლიბრის უპირატესობათა შესახებ, მეც ვერლიბრი არ მიყვარს, ლექსები მხოლოდ გარითმული მიყვარ წერ (მძულს ვერლიბრები) ბერძნული და ლათინური პოეზიაც არ ცნობს რითმას, თავისი კლასიკური გაგებით, შექსპირიც ხშირად წერდა ურითმოდ ამიტომ ნუღარ მკითხაობ მჯერა ეს ვერლიბრი ლექსი დააბრუნებს იმას ვისი დაბრუნების სურვილი გაქვს.
1.
ლექსებით დაბრუნებულები ... :)
"დავბოდიალობ ვერლიბრის ტყეში დაობლებული ნუკრივით"- კარგი შედარება იყო.
ლექსებით დაბრუნებულები ... :)
"დავბოდიალობ ვერლიბრის ტყეში დაობლებული ნუკრივით"- კარგი შედარება იყო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|