ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკე...
ჟანრი: პროზა
14 ივნისი, 2022


ანდერძი (დასასრული))

- ანა, გთხოვ, სმას ნუღარ გავაგრძელებთ.
მგონი მართლა ცუდად მოქმედებს შენზე.
ისე ვისაუბროთ.

-არა, რატომ? პირიქით.
მგონი გამოვფხიზლდი კიდეც .
დამისხი, ეკუნა, ერთიც უტვინო ქალების უნდა შევსვა,  რომლებიც იმ ხის ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან.

- კარგი რა, გეყოფა სენტიმენტები.
დავლიოთ თუ გინდა, ოღონდ ნუ ტირი.
მეც ვნერვიულობ, არადა სანერვიულო არაფერია.
რა მოხდა ისეთი, ასე რომ იხეთქავ გულს?
ხშირად ვერ უგებენ ადამიანები ერთმანეთს და იყრება მათი გზები.
რაღაც მთავრდება, რაღაც იწყება.
ცხოვრება გრძელდება.

- კი, გრძელდება.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის ჩემგან არსად წასულა.
ახლაც გვერდით მყავს, ისევ მის მკერდზე მიდევს თავი.
ვუსმენ და არაფერი... ჩქამი არ ისმის.
ყრუ კედელია.
თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, მაფრთხილებდა  უგულო ვარო.
ადრე თბილი მაინც იყო, ახლა ცივი და უტყვია...

საინტერესოა, როგორ ახდენენ ჩემი გრძნობები ჩემივე წარმოსახვის ტრანსფორმაციას.
მინდა ისევ ისე იყოს ყველაფერი, როგორც მაშინ, როცა მე ის  ბნელი სარდაფის პატარა სარკმლის ღრიჭოში შემოჭრილ მზის სხივად აღვიქვი. თვალს რომ ვერ მოაცილებს სიბნელეში მყოფი.

- კარგი, გეყოფა, ასე ნუ იტანჯავ თავს.
არავინ წევს შენ გვერდით გიორგის გარდა.
არანაირი უტყვი, ცივი და უგულო, გაიგე?

- კი, გაგების დონეზე გავიგე.

- კარგია ხუმრობის ხასიათზე რომ მოხვედი. აი, რაზე ნერვიულობ? დაგპირდა რამეს და იმედი გაგიცრუა?

- არა. არაფერს დამპირებია.
მინდოდა ვყვარებოდი.

- და რად გინდა, რომ ყვარებოდი?
მერე უფრო არ გაგიჭირდებოდა? 
კაცები რეალისტები და მატერიალისტები არიან. დაჯდებოდა და წყალს დანაყავდა შენთან ერთად?
ნუ მაცინებ.
ან ამდენს რას წერდით ერთმანეთს?
სამი წელი პატარა დრო არაა, კიდევ დიდხანს დაყოვნებულა არაფრისმომცემ ამბავთან.
დამიჯერე.

- მჯერა, ეკა, მჯერა. შენი თქმა რად მინდა, ისედაც ვიცი.
ვეუბნებოდი კიდეც, შენნაირი ადამიანები არ არსებობენ-მეთქი.
არავინ არავის გამო არ შეიწუხებს თავს, არ დაკარგავს დროს, თუ არ სჭირდება-მეთქი...
კიდევ დიდხანს დარჩა ...

და სართოდაც, ადამიანს ორმოდან თუ ამოათრევ, ეგ  საკმარისი უნდა იყოს, რა საჭიროა ხელმოკიდებულმა გააგრძელებინო გზა? მთავარია ორმოში არ დატოვო. ეგ უკვე არაადამიანობაა.

- მართალი ხარ.
თვითონვე იცი და გესმის. რაღას მალაპარაკებ ამდენს?
ან რას განიცდი? მაკვირვებ ღმერთმანი.

- გული მწყდება რომ ასეა.
ხომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.
თავის მართლებაღა დამრჩა, რომ ამდენი ემოციის შეკავებით მხოლოდ უკუეფექტი მივიღე. 

აბა პატარა ბიჭთან  რას გავბედავდი? 
ისედაც ჭკუაზე არ იყო.
მოწყენილს თუ მხედავდა ყირაზე გადადიოდა, რომ როგორმე გავემხიარულებინე. ათასგვარ ამბებს მიყვებოდა.
იმ მუსიკას მასმენინებდა, რაც თვითონ მოსწონდა, - აუ, ეს ნახე რა მაგარიაო,- ამ სიტყვებით მოირბენდა, ცალ ყურსასმენს თვითონ იკეთებდა, მეორეს მე მიკეთებდა.
სიმართლე გითხრა ის რაც ყურსასმენებში ჟღერდა საერთოდ არ მესმოდა,  სულ სხვა მელოდია ჩამესმოდა , ვერ ვუძლებდი მისი სუნთქვის სიახლოვეს და უმალ სკამის ძებნას ვიწყებდი. მე ვჯდებოდი და ის თავზე მადგა, ამით თვალებში ყურებას მაინც ვირიდებდი. -
ანამ მესინჯერში შენახული ესემესები მოიძია და მეგობას გაუწოდა წასაკითხად - აი ნახე:

Nametamfetaminari mdinaris piras ara mtiraliii poetii vinariii es me vaar da zogjer isev vgelaav psalmunebs vwer da svel mindorze vwevaaar...

Miyvarxar raa da shen kide ragaca puzzlis arasworad amoxssnis gamo nervebs mishli xolmme ????????????❤️❤️

Mimiget sativis qvesh myopi moqalaqe madam ????????

ერთი არასათანადო გაღიმება საკმარისი იქნებოდა მისთვის.
ისედაც ხვდებოდა, რომ გულგრილი არ ვიყავი. მაინც ვერაფრით გაეგო თავი და ბოლო, რა მიშლიდა ხელს?

ჰოდა ,  კარმა იზ ე ბიჩ! ჩემო კარგო.
უსწრაფესად მომიბრუნდა უკან.
მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ ჩემს აგდებას ცდილობდა და ამაგდო კიდეც, თუმცა უშედეგოდ.
მირჩევნია ასე ვიფიქრო.
უფრო ადვილი და გასაძლებია.

ხან მწარედ მეცინება საკუთარ თავზე.
მაგრამ ძირითადად მძულს, იმის გამო, რომ  ამ პერიპეტიებიდან დავდაღწეული არ ვიყავი მოშე რომ გამოჩნდა.

მივდექი და, აბა სამსახური, მისამართი, ტელეფონი, წონა, ფეხის ზომა, ფოტო, ვიდეო, ხმოვანი ფოსტა, ყველაფერი ხელის გულზე დავუდე. ფეისბუქის პაროლსაც კი ვწერდი. კაცი გადამერია, არავითარ შემთხვევაში არ მომწერო პაროლიო.
მე ვერ ვხედავდი, მაგრამ ალბათ ხელებიც კი გაასავსავა, არ მინდაო. - ძლივს გაეღიმა ანას.

- და რატომ იქცეოდი ასე?

- რატომ, ეკა და, ერთის მხრივ მინდოდა მეჩვენებინა რომ არ ვატყუებდი, სიმართლეს ვეუბნებოდი. რაში სჭირდებოდა, თორემ კი. თითქოს ჩემს მიმოწერას გადაქექავდა და გადაამოწმებდა რამეს?
ღმერთო, რა სასაცილო ვარ...

მაგრამ სასოწარკვეთილი ადამიანი რას არ იზამს. ჩემი ამ გახსნილობით თითქოს ვეუბნებოდი, აჰა, არ ხარ პატარა ბიჭი, შენთან ურთიერთობა არც ისე მომაკვდინებელი და მიუღებელი იქნება ჩემთვის. შენ არ ხარ ჩემი შვილის ტოლი, მიდი აბა, რა შეგიძლია?

- რაო მერე?

-  ვაჰ, ანიჩკა, რა ნაშა ხარ, ამ საღამოს რას აკეთებ?- მეხუმრებოდა.
იუმორის მაქსიმუმი.
იშყობის მწვერვალი.

-  ანა, თავად ამბობ მისგან არაფერი მინდოდაო და რაზე გწყდება გული?

- იმედი მქონდა. რაღაცნაირი იმედი, რომ მეც შეიძლება ვიყო სიყვარულის ღირსი.

ის ყოველ დილით მწერდა. სამსახურში სანამ წავიდოდი დილის მოკითხვა უკვე მოდიოდა.
მერე გრძელდებოდა მთელი დღე, ნებისმიერ თემაზე, საღამომდე, ხან გვიან ღამემდე.

თურმე ერთობოდა...
უბრალოდ დრო გაჰყავდა...
მე კიდე ხავსს ვეჭიდებოდი...

ის კი დამავიწყა და...
იცი როდის მივხვდი ცუდად რომ იყო ჩემი საქმე? როცა პირველად ყოფილი ქალი ახსენა,  მომენატრა და მეტროში შევხვდიო.
ეჭვიანობისგან დამფოთლა.
ადგილს ვერ ვპოულობდი, ვნერვიულობდი...
ამავდროულად მისი ცოლის არსებობა საერთოდაც არ მაღელვებდა. - ისევ აუცრემლიანდა თვალები ანას. - აი, წარმოვიდგენ როგორ ბერდება უსიყვარულოდ და მეცოდება, მინდა რომ გული ამოვიღო და მივცე. ჩემი გული...
და იგრძნოს ის, რასაც მე ვგრძობ.

- აქამდე თუ უგულოდ არსებობდა, მერეც გააგრძელებს უშენგულოდ.
ან იქნებ უყვარს ის ყოფილი, ან ცოლი ?
ნუ ბავშვობ, გეყოფა. პატარა გოგო არ ხარ, რომ ასეთ რამეებს ამბობდე.

*
ის საღამო ხშირად ახსენდებოდა ეკას. მაგრამ მხოლოდ ანას გარდაცვალების მერე . ეჭვიც კი შეჰქონდა, ნამდვილად უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო მისი მეგობარი, თუ?
და წამსვე იშორებდა ამ ეჭვს თავიდან.
არა, სულელი ნამდვილად არ იყო.- ამ გაფიქრებით ამთავრებდა.
მაგრამ ახლა, როცა მარიამს უნდა შეხვედროდა, აზრებს ალაგებდა, რა და როგორ ეთქვა მისთვის.

- დედაშენს არცთუ იშვიათი  რამ დაემართა, მარი. უბრალოდ ვნება გაუჩნდა სხვა კაცის მიმართ, ასეთი რამ ხდება. მათ შორის არაფერი მომხდარა, მგონი ეჭვი არც შენ გეპარება?
ინერვიულა, გაუჭირდა თავის პატიება. იმ ბიჭმა, როგორც თვითონ მითხრა...

- მოშემ? - დასაზუსტებლად შეაწყვეტინა მარიამმა.

- არა, მოშემ არა. სახელი არ ვიცი მისი, არასდროს უხსენებია...
მოკლედ ის ბიჭი მიხვდა, რომ ანაც არ იყო მის მიმართ გულგრილი, ჰოდა საკუთარი თავი შესთავაზა. რა თქმა უნდა მიიღო შესაბამისი პასუხი და აი იქ დაიწყო რაც დაიწყო.
ანას თქმით იმდენი ზიზღი მაჭამა, რომ დღემდე ვერ მომინელებია და არც კი ვიცი მოვინელებ თუ არა ოდესმეო.

- ღმერთო ჩემო, აბა მაგას მე ხომ არ მომიყვებოდა?!

-ჰოდა, ამ დროს გამოჩნდა მოშე.
როგორც თვითონ ამბობდა, იმდენად შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს...
აი, ზუსტად რომ გავიხსენო მისი სიტყვები, უარყოფილად.
რადგან იმ ბიჭმა ისე მოატრიალა საქმე, რომ ამას ეგრძნო თავი დამნაშავედ და საკუთარი თავის შემთავაზებლად. თითქოს იქით დაეკიდა ტრუსებზე.
- ეკა ენის ბორძიკით გადასცემდა მარიამს მოგონებას,  თან პერიოდულად  ებოდიშებოდა.

- მაპატიე დედაზე რომ ასეთ თემაზე მიწევს შენთან საუბარი. მაგრამ რადგან ასე მოხდა...
მოვალეც ვარ...
თითქოს თავს ვიმართლებ შენთან იმ ანდერძის გამო.

იმ დღეს, როცა ჩემთან დარჩა, თითქმის მთელი ღამე საუბარში გავატარეთ.
ოცდარვა აგვისტო , მარიამობა იყო და ზუსტად ამიტომ მახსოვს.
მიყვებოდა რომ, როცა თავს ყველაზე ცუდად გრძნობდა, იმ დროს, არვიცი სად, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს,  წერდა ეს მოშე.
გულის გადასაყოლებლად ესეც პასუხობდა.
არ ვიცი რა საფუძველი ჰქონდა... მოკლედ, რომ შევთვერით, მითხრა ჩემი გული უნდა დავუტოვო ანდერძითო.
ყველა კაცი ერთნაირი უგულოა და ერთი მაინც გაიგებს, რას ნიშნავს გული საგულეშიო.

აი ასე სულელურად, ხუმრობით შევადგინეთ ანდერძი.
სხვათაშორის, ძალიან გამიკვირდა ორი კვირის მერე რომ დამირეკა და მკითხა, ის ანდერძი ხომაა ადგილზეო. ბევრი კი ვიცინეთ, მაგრამ...
ოცდახუთ სექტემბერს  მოხდა ის, რაც მოხდა.

პატიებას იმისთვის გთხოვ, რომ შენ ადრევე  არ დაგელაპარაკე.
მეგონა, რომ ვერც ვერაფერს გაიგებდი ამ ანდერძის შესახებ, ან რა საჭირო იყო?!
რას ვიფიქრებდი რომ  მოშე ნაგავში ჩააგდებდა და ატყდებოდა ვაი-უშველებელი.

- ასე მარტივად არ მგონია ყოფილიყო ყველაფერი, - ამოიოხრა მარიამმა.

- რა გითხრა აბა, სხვა არაფრის თქმა მე არ შემიძლია, რადგან არაფერი ვიცი. იმ კაცს რომ შევხედე, საერთო რა ჰქონდათ მას და დედაშენს იმასაც ვერ მივხვდი.

ანდერძი რომ წავუკითხე, გაოგნებული მიყურებდა.  გამიკვირდა კიდეც,  პროზექტურაში რომ წავიდა კუთვნილის მისაღებად.
მეგონა არ წავიდოდა.
ანას გარდაცვალების შესახებ ჩემგან გაიგო , ისე შეიცხადა...

სანამ ჩემთან დავიბარებდი,  უჩას ვთხოვე , უფრო სწორად ერთად გადავწყვიტეთ...
მოკლედ, უჩამ ხელი შემიწყო ანდერძის აღსრულებაში.
მართალია ეს ანას გული არ იყო, მაგრამ ეს ხომ არ იცოდა მოშემ?!

დანარჩენი კი იცი, ჩემო გოგო. უნდა მაპატიო ეს გადაწყვეტილება უშენოდ რომ მივიღე. სამაგიეროდ ანას თხოვნა ავასრულე. არ შემეძლო ასე არ მოვქცეულიყავი.

- ყველა აგვაფორიაქა დედამ, ყველა.
საბოდიშო არაფერი გაქვთ, ეს დედას გადაწყვეტილება იყო.

დასასრული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს