ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი
მამუკა ჯმუხაძის, საშკა იოსელიანის, ლევან აბაშიძის, ირაკლი ამირეჯიბის, არჩილ მიშველაძის, ზურაბ იარაჯულის, ამირან ნარსავიძის, ბადრი გზირიშვილისა და სხვა შეწირული ბიჭების ხსოვნას
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი, რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს... რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი - აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი, მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს! საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები, ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!
ვიდრე ჩვენში ,,ჟღალ მიმინოს“ გულიც მღერის, არ ჩაქრები წინაპართა სანთელო! გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების აფხაზეთში ნაომარ საქართველოს!
ოთარ რურუა
2012
სიმღერის ავტორი: გიორგი ჯმუხაძე https://www.facebook.com/otar.rurua/videos/2367934726605048
მატარებელი სოხუმში მიდის
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი, რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს... რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი - აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.
ჩემივე ლექსიდან
მატარებელი სოხუმში მიდის, ენით უთქმელი თან მიაქვს სევდა... ომმა ჩატეხა მშვიდობის ხიდი, ქართველ შვილს გლოვობს - აფხაზი დედა.
მატარებელი სოხუმში მიდის, მგზავრებს ჯერ კიდევ აცვიათ შავი, ვსვამ შესანდობარს ყველა იმ გმირის, - ვინც საქართველოს შესწირა თავი.
ვიდრე ვარსებობ, ეს გულიც იწვის, როგორც ტაძარში თაფლის სანთელი, მესმის ყივილი მშობლიურ მიწის, მიყვარს აფხაზი, მიყვარს ქართველი.
მინდა ვიმღერო ჩემივე ლექსი, ნაომარ ბიჭებს ვუთხრა მადლობა... მათი ღვაწლით და ამაგით ჩვენში მწამს: იამაყებს შთამომავლობა!
ოთარ რურუა
2022
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|