ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა-გელაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2022


შესახვევთან

მომენატრე , ღმერთო როგორ მომენატრე .
შესახვევთან სულ ეკლები ამოსულა ,
ეგ შენს სახლთან ,
წყაროსთან კი , გახსოვს წყარო ?
ახლა დაშრა , მაგრამ სანამ მოკვდებოდი  ,
გახსოვს როგორ , ვიგრილებდით ნაყანარ ტანს ?!
ჩვენი გვქონდა , ბევრი გვქონდა , მაგრამ მაინც ...
მოპარულმა სიმინდმა  ხომ უფრო იცის
მოშიება .
შოშიები , ყანები და ბამბუკები
სადღა არის
ან შენ სად ხარ ,
ვინღა ვნახო , გავიხსენო ...
მარტო ცივი კედლებია .
შესახვევთან სულ ეკლები ამოსულა ,
უფრო იქით ბევრი ჩვენი დღეებია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს