ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2022


* * *

პოემა შეიძლება დაიწეროს
ერთი სიგარეტის ისტორია და დაიწყოს,
მე სახლთან გამიჩერეს ჩემმა ბიძაშვილებმა
და წვიმა იყო, წვიმა იყო გადუღებელი.
რომ ადამიანს ნათლად ვერ გამოუთქვამს სათქმელი
და ერთხელ ოცდახუთი წლისა გაჩუმდა.
აღარც იახლა, ფავორიტებს ესხმით წვეთები
და ხმაა, ხმაა დაუცლელი მონატრებების.

მე აღვადგინე მოზაიკა ჩემი გრძნობების,
და პასუხს მთხოვენ მონამდვილე გარინდებები.
აქ ბროწეულიც იწვის, იწვის გაუჩერებლად.

რომ აღარავის შეენიშნა გზები, სიმთვრალე
მე ვკრეფდი იებს და საპოვნელებს
მოგიყვებოდი ბზების სიმღერებს,
მზეზე, ჩრდილებზე, ზღვებსა და მთებზე..
გამჟღავნდებიან ბლებისხელა სიმართლეებიც
და გაკვირვებას გულზე დავიკრეფ.
მე გამაოცებს შენი მზერის სიმაღლეები,
ვით დედოფლები დაბალ პაიკებს.
ახლაც სიმინდებს დიდებული ნამი ადვია,
მომელანდები აღარასოდეს.
მომნატრებიხარ ივნისების მშვიდო ჰაერო,
მეც რომ მკმაროდეს.

მე ზაფრანებმა მომიტანეს შენი ამბავი,
როგორ დავეცი ზღვების მიღმა, მიღმა სიმთვრალის.
რომ დავიჯერე, ვეღარაფრით გავიხარებდი,
როგორ მივქარე.
როგორ დავეხსენ ძაღლის ყეფას. ქვაზე დაჯდომას,
სადაც ღმერთივით ვიქნებოდი. სადაც ნაძვები
საქართველოს ცას მომაგონებდნენ, არასწორადაც.
თოვლი თოვს, უცებ წიწვიანი ხის ქვეშ დაგეძებ.

მე ნიავებმა მომიტამეს შენი ამბავი,
ესეც ჩადგება, აბა რას იზამს.
ბებერ სპლინს როგორ ამარცხებენ მამაკაცები,
რამ დამასიზმრა.

რამ მომიყვანა მე შენამდე. მუხლად ვეცემი
და დიდ დათვებზე მინდა მოგითხრო,
დაიწყებიან ალბათ ხსენებით ჩემი ლექსები
კავკასიონის. ან ალპების. ანაც ოლიმპოს
მონატრებებით დაიწყებიან ჩემი ლექსები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს