ისე მიყვარს პოეზია, რომ მივყვები მის გზას დღემდე... ვეგებები დილას მზიანს ლექსის თქმით და... ასე შემდეგ.
კვლავ ვკითხულობ ასათიანს, გულმა მისთვის ლელო დადო... ჩემი პოეტების სიას სათავეში უდგას ლადო.
მათრობს ეშხი ქუთაისის, ვსვამ საკუთარ პეშვით რიონს... კალამს ვუქებ აკაკის და ქებას ვუძღვნი გალაკტიონს.
ვუფრთხილდები შოთას რითმებს, როგორც დედა შაოსანი... ჩემი სამაგიდო წიგნი არის ,,ვეფხისტყაოსანი“.
ვეფერები მინდვრად იას, ვით მის მიწას - ასპინძელი... უდიდესი შედევრია ვაჟას ,,სტუმარ - მასპინძელი“.
ვიცი ფასი ვაჟკაცობის, ერთგულების ფასიც ვიცი... რასაც ვამბობ, სიმართლეა, არ სჭირდება ამას ფიცი.
ვწერ ენაზე გრიშაშვილის, მის კვარცხლბეკზე ვდგავარ დღემდე... პოეზიის სიყვარული მე გამყვება სამარემდე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|