ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომა ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2022


გამოსათხოვარი

ტოტების ჩრდილები იკლაკნებიან შენს სახეზე,
შენი ძილი კი, ხასხასა ფერდობზე
ნერგების დარგვას ჰგავს, შორიდან დანახულს.
მე გამახსენდა , არეკლილმა ვარსკვლავებმა,როგორ აქციეს შენი სათვალე
სამყაროში ყველაზე ლამაზ კალეიდოსკოპად.
ჩვენ დავდიოდით  დილით, წვიმიან სანაპიროზე, გამორიყული
თეთრი გრამაფონების შესაგროვებლად,
რომ მერე მატარებელში მოგვესმინა ერთადერთი მუსიკისათვის.
ჩვენ გვაგვახსენდება ყველაფერი მატარებლის ფანჯრიდან თვალმოკრული პეიზაჟებივით.
შენ კი ახლა გძინავს...ნეტავ ბოლოს ადამიანები მარგალიტებად  ვიქცეოდეთ
და ამ უშნო ხის ყუთების ნაცვლად  ნიჟარებში გვაწვენდნენ.
მე ყველა ფიქრით მინდა ტვინი გამოვიტენო,
მაგრამ უსუსურობა ძაღლივით ყოველთვის ნახავს პატარა ადგილს
მოსასვენებლად.
ნეტავ რა მოსდით ქარიან ამინდებში სოკოებს?
ან ჩვენი ცრემლების დაძახილზე თუ ამოვლენ სანუგეშებლად
ან..ნეტავ თუ გრძნობ ამ ჩრდილებს, ამ ხეებს, ამ გაზაფხულს.
შენი სარაფნები  აივანზე გამოკიდებული დარჩნენ სამარადისოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს