მეთორმეტე თავი
რძესავით თეთრი და ხავერდივით რბილი კანი ჰქონდა ლიაკოს, მაღალი იყო, ჯიშიანი. აბაბული უყურებდა და ფიქრობდა, ნახატი თუაო. ნამდვილი ქალი და ასეთი ლამაზი ნანახი არც ჰყავდა. ლიაკო მაშინ 17 წლის იყო, სკოლა იმ წელს დაესრულებინა და სასწავლებლად ჩამოსულიყო ქალაქში. გარეუბანში ერთი პატარა ოთახი ჰქონდა ნაქირავები, საკუთარი თავის რჩენა უნდოდა მხოლოდ და მერე მოხდა ისე, როგორც სხვა გოგოების შემთხვევაშიც ხდებოდა. საერთოდ არ ეძინა ლიაკოს, მთელი ღამე დადიოდა წინ და უკან და სიგარეტს აბოლებდა. ფეხზე ბევრი დგომით სისხლძარღვები ჩაჰქცეოდა, სილურჯეები ჰქონდა ბარძაყებზე. მკვრივი მკერდი ჰქონდა და საოცრად რბილი და თბილი ტუჩები. სულ იცინოდა, პატარა ბავშვივით წკრიალა ხმა ჰქონდა, მაგრამ მაშინაც კი, როცა იცინოდა, ისეთი სევდა ედგა თვალებში, აბაბულის ფიქრი ეძალებოდა. - მამამ თუ გაიგო მოგკლავს! - უთხრა ერთ საღამოს ლიაკომ. - რატომ ფიქრობ, რომ ჩემზე უკეთესი მსროლელია?- არ ვიცი შენ როგორ ისვრი, არც მამაჩემია კარგი მონადირე, მაგრამ მაინც მოგკლავს, რადგან გოგოს მამებს ამ ქვეყანაში არაფრის ეშინიათ! - უთხრა და სიგარეტი გააბოლა. - ჩვენში კიდევ შეყვარებულ კაცებს არ ეშინიათ არაფრის, - უთხრა აბაბულიმ და კულულებზე აკოცა. სინამდვილეში კი აბაბული არც შეყვარებული იყო და შიშითაც ბევრი რამის ეშინოდა, უბრალოდ დარწმუნებული იყო, ლიაკოს მამასთან საქმის დაჭერა არ დასჭირდებოდა. მოდიოდა მასთან გოგო და მთელი ღამით რჩებოდა. მოდიოდა და მოჰქონდა ტკბილი ღვეზელები. ჩამოჯდებოდა საწოლის კიდეზე და შუბლზე მოლოდნისგან გაჩენილ ნაოჭებზე ჰკოცნიდა აბაბულის. - ჩემს ქვეყანაში ეს აკრძალული იყო, ქართველები სხვა რჯულის ადამიანზე არ ქორწინდებოდნენ, - უთხრა ერთ საღამოს აბაბულის, რომლისთვისაც სულ ერთი იყო ქართველების ქორწინების ტრადიცია, რადგან არასდროს დაქორწინდებოდა ქართველ გოგოზე. ისინი აბაბულის მრწამსისათვის ზედმეტად ჯიუტი ქალები იყვნენ, მათ მორჩილება არ შეეძლოთ. აბაბულის უკვე ჰყავდა ცოლი, თან ორი, თუ კიდევ მოუნდებოდა თავისივე ტომის ნორჩ გოგოზე დაქორწინდებოდა, 12-13 წლის ქალიშვილზე, ჯერ კიდევ დაუმწიფებელ პატარა მარწყვზე. - რატომ? - მაინც შეეკითხა ლიაკოს, ისე რომ, გულგრილობა არ დასტყობოდა. - არ ვიცი, ასე სწამდათ. არასდროს მაპატიებს მამაჩემი შენთან ურთიერთობის შესახებ თუ გაიგებს. აბაბულის ეს უსიამოვნო საუბარი უნდოდა შეეწყვიტა და ამიტომ საწოლიდან წამოიწია, წელზე ხელი მოხვია, გულზე მიიხუტა. ლიაკომ თავი გაითავისუფლა, წამოდგა, სასტუმროს აივანზე გავიდა, მოაჯირს გადაეყრნო და ქუჩას გახედა. ნახევრად მოწეული სიგარეტი კედელზე ჩააქრო, ისევ ოთახში დაბრუნდა და აბაბულის გვერდით დაწვა, თვალები ჭერს მიაპყრო და თითქოს სხვა ელაპარაკებაო, ისე ჰკითხა: - შენს ოჯახს შეეძლება ჩემი მიღება? - ჩემს ოჯახს რომც ჰქონდეს რაიმე საწინააღმდეგო, მე არავის მივცემ უფლებას რომ შენი თავი წამართვას, - უთხრა და გაეღიმა აბაბულის. თავისი შავტუხა ცოლები გაახსენდა, თავისი პატარა ვაჟკაცები. - მიყვარხარ და არც მე მივცემ უფლებას არავის, ჩვენს სიყვარულს ხელი შეუშალოს! - თქვა დაბეჯითებით და კაცს სხეულზე მიეტმასნა. ლიაკო ბევრ კითხვებს არ სვამს. ის ოცნებობს, ოცნებობს პატარა სახლსა და ვაჟიშვილზე, ოჯახზე ფიქრობს. აბაბულის კი შორს მიმავალი გეგმები არ აქვს ლიაკოსთან დაკავშირებით, ის უბრალოდ მოლოდინით გაოფლილ ღამეებში ართობს და როგორც კი საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მის არსებობას დაივიწყებს. საქმეები კი სულ უფრო და უფრო ყოვნდება, თითქოს ადგილიდან აღარ იძვრის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნამეტანი მოკლე თავია და თან უცებ დავაახლოვეთ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ალბათ მათი ურთიერთობა არც ისე მნიშვნელოვანია რომანისთვის
ვნახოთ საით წავა ამბები ნამეტანი მოკლე თავია და თან უცებ დავაახლოვეთ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ალბათ მათი ურთიერთობა არც ისე მნიშვნელოვანია რომანისთვის
ვნახოთ საით წავა ამბები
3. ესაა ზედმეტი თავისუფლება ?! 5 ესაა ზედმეტი თავისუფლება ?! 5
2. Ახლოს ვართ ზღვართან :) Ახლოს ვართ ზღვართან :)
1. ხდება ასეც. აბაბული ცოლად შეირთავ ლიაკოს , და თუ აბაბულს ცილი ყავდა შვილებიც ეყოლება და ლიაკოც გააჩეწნს შვილს და ერთად გაზრდიან ამაში ხელს ვერავინ შეუშლის, , ლიაკოს მამაც დათმობს ბოლოს.მერე, მერე რა ხდება ვნახოთ. მივედით ზღვართა ახლოს , თუ არა ჯერ ხდება ასეც. აბაბული ცოლად შეირთავ ლიაკოს , და თუ აბაბულს ცილი ყავდა შვილებიც ეყოლება და ლიაკოც გააჩეწნს შვილს და ერთად გაზრდიან ამაში ხელს ვერავინ შეუშლის, , ლიაკოს მამაც დათმობს ბოლოს.მერე, მერე რა ხდება ვნახოთ. მივედით ზღვართა ახლოს , თუ არა ჯერ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|